მიმოხილვა

Apple: კონკურენტებო, სად ხართ!

61views

სტატია წარმოადგენს მცდელობას გავიგოთ, რატომ არსებობს Apple და სხვა დანარჩენები.

Samsung-ის მობილური ქვეგანყოფილების მოგება ეცემა. ვინ გაუწევს კონკურენციას Apple-ს? Samsung — ფაქტიურად ერთადერთი იმედია ანტი-ვაშლისტური საზოგადოებისა — კომპანია, რომელსაც რეალურად შეეძლო კონკურენციის გაწევა Apple-ისათვის მობილური მოწყობილობების ბაზარზე. და ყოველი კვარტალი გვიჩვენებს, რომ სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება. ეს პრობლემაა? ერთი შეხედვით, კი. იმიტომ რომ კონკურენციის შესუსტება ყოველთვის იწვევს სტაგნაციას და საბოლოო ჯამში ამის გამო ყველა ზარალდება ბაზარზე. მეორე შეხედვით, არა. ახლა მოდი შევეცადოთ დავამტკიცოთ, რომ Samsung და Apple არასოდეს არ იყვნენ კონკურენტები.

ის რაც ხდება — ნორმალურია. რომ არ დავეშვათ Apple-ისა და Samsung-ის მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების შედარების უსარგებლო მორევში, მიზეზი საოცრად მარტივი გამოჩნდება. Android-ის სეგმენტში კონკურენცია მატულობს. მომხმარებელი ხვდება, რომ ერთნაირი საოპერაციო სისტემის შემთხვევაში და აპარატურული მსგავსების პირობებში შესაძებელია უფრო იაფი მოწყობილობის ნახვა, უკეთესი დიზაინით. ეს ბაზრის კანონია. სხვა მწარმოებლებიც იზრდებიან.

ვინაიდან Samsung-ს არ გააჩნია საკუთარი ეკოსისტემა, ის ვერასდროს ვერ იქნება Apple-ის კონკურენტი. ხოლო Apple-მა შექმნა საკუთარი სეგმენტი, ავითარებს მას და უცხოს არ აკარებს მას, აქსესუარების მწარმოებლების გარდა. ამიტომ ნაღებსაც თვითონ ხსნის. და ასე იქნება მანამ, სანამ არ გამოჩნდება ვინმე საკუთარი საოპერაციო სისტემით, რომლისთვისაც ბევრი ხარისხიანი აპლიკაცია იქნება შექმნილი. და აგრეთვე ბევრი ხარისხიანი მოწყობილობა. მაგრამ ვინ იქნება ეს — ჯერ უცნობია.

მოდი ზუსტად ჩამოვყალიბდეთ, რა არის ეკოსისტემა მობილური მოწყობილობების ბაზრის ჭრილში. მე გტავაზობთ ასეთ განმარტებას: საოპერაციო სისტემის, აპლიკაციების, სერვისების, მოწყობილობების, მხარდაჭერისა და დისტრიბუციის ერთობლიობა. შესაბამისად Apple-ის კონკურენტი გახდება ის, ვისაც ეს ყველაფერი აქვს და ვისთანაც ეს ყველაფერი რეალურად მუშაობს.

მაშინ, ვინ არის Apple-ის კონკურენტი, თუ არა Samsung? იქნებ Google? მაგრამ Google-ის მოწყობილობები დიდი ტირაჟით არ იყიდება. და არც არის ეს მოწყობილობები Google-ის. ისინი პარტნიორი კომპანიების მიერ შექმნილია (Asus, LG, Motorola) მათზე განთავსებული Android-ით? Apple თავის ძირითად შემოსავალს მოწყობილობებიდან იღებს, Google — ვებ-რეკლამიდან. აბა რანაირი კონკურენტები არიან?

კარგი, ერთსაც და მეორესაც საოპერაციო სისტემა უფასო აქვს. იქაც და იქაც უამრავი აპლიკაციაა, რომელთა შორის ბევრი სასარგებლო და ხარისხიანად შესრულებულის ნახვა არის შესაძლებელი. დღეისათვის მომხმარებელმა, რომელიც მობილურ მოწყობილობას ყიდულობს, 95% შემთხვევაში უნდა აირჩიოს — Android, ან iOS. მაგრამ განვითარებული ეკოსისტემა ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. საიდან გაჩნდა იქ აპლიკაციები? Apple-მა ძალიან სწორად „შესვა“ მომხმარებლები საკუთარ საოპერაციო სისტემაზე, დაწყებული iPhone/iPod touch-იდან. აპლიკაციების ნაკლებობა იყო, მაგრამ ის ამოავსეს დეველოპერების მხარდაჭერის გონივრულად გათვლილი პოლიტიკით. Apple-ს ნულიდან არ დაუწყია — მას უკვე ყავდა OS X-ის დეველოპერთა არმია.

Google დამწევის როლში აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემა გადაწყვიტეს Java2Me ვირტუალურ მანქანასთან თავსებადობით. ამიტომ ამ პლათფორმამ შედარებით სწრაფად შეძლო Apple-ისათვის კონკურენციის გაწევა.

iOS-ისა და Android-ის განვიტარებასთან ერთად სწრაფად კვდებოდა Symbian-ის ეკოსისტემა. Symbian-ის მრავალი მომხმარებელი შედეგად iPhone-ზე, ან Android-ზე გადავიდა. Nokia-მ ასევე ძალიან სწრაფად დაკარგა ლიდერის პოზიცია და სმარტფონების ბაზრის სახელგანთქმული ლიდერიდან ბაზრის წილის მიზერული ოდენობის მფლობელად იქცა. მაგრამ, ხომ იყო პოპულარული საოპერაციო სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფა, მოწყობილობები, სერვისები, მხარდაჭერა და დისტრიბუცია? მე მახსოვს, როგორ შეიქმნა თაჩ-ინტერფეისი Series60 ვერსიაზე და თითქოს ისე ჩანდა, რომ აი — iPhone-ს მისი სუსტი აპარატურული შემადგენელით ბოლო მოეღო. მაგრამ შემდეგ დაიწყო გაუგებარი და ხანგძლივი ერთ ადგილზე მიწის ტკეპნა, ამავდროულად სხვადასხვა მიმართულებით განვრცობის სურვილით (Linux, Windows, S60), რაც საბოლოო ჯამში ძვირად დაუჯდა Nokia-ს. Symbian იმის ნაცვლად, რომ განვითარებულიყო, სიკვდილით დასაჯეს, სერვისები თავის ნებაზე მიუშვეს, ინჟინერთა უმრავლსეობა დაითხოვეს, ხოლო კომპანია საბოლოო ჯამში Microsoft-ს მიყიდეს.

აი, სხვათაშორის, ბაზრის კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც აშკარად ცდილობს გახდეს Apple-ის კონკურენტი. შესაძლოა, Microsft-ს უბრალოდ სურდა იაფად შეეძინა კომპანია საკუთარი ეკოსისტემის შექმნის უდიდესი გამოცილებით, რისთვისაც Nokia-ში შეიყვანა ემისარი ხელმძღვანელ პოსტზე? მაგრამ სულ ერთია, რა საჭირო იყო ბაზრის ლოდერის აუტსაიდერად გადაქცევა? აუტსაიდერით ფულს ვერ იშოვნი. Windows Phone-ის ეკოსისტემა, რომელსაც Microsoft წარმოგვიდგენს, როგორც iOS-ის კონკურენტს, ფრიად ნელა ვითარდება. თუ არ ვიტყვით, რომ სტაგნაციას განიცდის. და ჯერ-ჯერობით Apple-ის რეალურ კონკურენტობასზე პრეტენზია ვერ ექნება.

რა შეიძლება აქ ითქვას? როგორ დავძრათ საქმე მკვდარი წერტილიდან? ყველაფერთან ერთად, საჭიროა საკითხისადმი ორიგინალური მიდგომა, რომელიც ბაზარს ისევე გადააბრუნებს, როგორც ეს გააკეთა მალტითაჩმა. Windows phone, თავისი ორიგინალური მიდგომით ჯერ მაინც ვერ ბრწყინავს, იდეოლოგიურად ეს ჯერ კიდევ თიტებისათვის ოპტიმიზირებული სამომხმარებლო ინტერფეისია, რაც iPhone-ში იყო გამოყენებული. მაგრამ Microsoft-ს ჯერ კიდევ აქვს კოზირი შემონახული — უზარმაზარი და უძველესი ეკოსისტემა — სამაგიდე Windows. რატომ არ შეიძლება, რომ გაკეთდეს მოსახერხებელი GUI-დანამატი სამაგიდე Windows-ზე, რათა ჩვეულებრივმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ შეძლოს მობილურ მოწყობილობებზე მუშაობა? აპატარტურულად თანამედროვე მობილური მოწყობილობები თითქმის არაფრით არ ჩამოუვარდება სამაგიდე მოწყობილობებს. ნუთუ ასე ძნელია ეს — უნივერსალური GUI-ს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა სამაგიდე პროგრამებში თითით მუშაობას? ხომ ვმუშაობთ დისტანციურად ჩვენი iPad-ებიდან Teamviewer-ის ან სხვა რაიმე პროგრამის საშუალებით დაშორებულ კომპიუტერებზე. დიახ, ადვილი საქმე არ არის. მაგრამ ინჟინრული თვალსაზრისით, სრულიად მიღწევადი.

წარმოიდგინეთ: ყველა თქვენი დოკუმენტი მუდამ თქვენთანაა, როგორც გინდა ისე დაარედაქტირებთ. ხოლო სახლში და სამსახურში დგას მონიტორი, მაუსი და კლავიატურა. ხოლო გეიმერებისათვის და ფოტო/ვიდეო/3D/CAD და ა.შ. პროფესიონალებისათვის, გარეგანი ვიდეო-ბარათი, რომელიც საჭიროა მძიმე ამოცენბის შესასრულებლად. ამ ყველაფერ უერთდება მობილური მოწყობილობა — და სისტემა მზადაა! მე ამას ვხედავ, როგორც ეკოსისტემას Surface Pro-ს ბაზაზე.

ასეთი მიდგომის შემთხვევაში Microsoft-ს უჩნდება ბუნებრივი მოკავშირეები — Intel და AMD. მათაც არ უდგათ ახლა კარგი დღეები. მათ ავიწროვებვენ მობილური ელექტრონიკის სამომხმარებლო ბაზრიდან იაფი ARM-პროცესორები და ორივე გიგანტი, განსაკუტრებით Imtel, ცდილობს დაეწიოს ARM არქიტექტურას გამოთვლების ეფექტურობით ყოველ ვატზე გადაანგარიშებით. Intel-ს ეს უკვე გამოუვიდა. საკითხი მხოლოდ პროცესორის ფასშია ARM-თან შედარებით. Microsoft და x86 პროცესორების მწარმოებლები უნდა გაერთიანდნენ კოალიციაში Android-ისა და iOS-ის წინააღმდეგ. ვინაიდან პლანშეტებისა და ტელეფონების ბაზარი მათ მოგებას ჭამს და მართალია ისინი ცდილობენ ამის წინააღმდეგ გაბრძოლებას: მაგალითად, Intel-მა იქამდე მიიყვანა საქმე მობილური პროცესორების ბაზრისატვის ბრძოლაში, რომ ახლა აიძულებს თავის დესკტოპურ პროცესროებს იმაშაონ Android-ზე (Lenovo-სა და Asus-ის მიერ წარმოებულ მოდელებში).

კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: ვინ შეიძლება იყოს Apple-ის კონკურენტი, ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით? და კვლავ გამოდის, რომ ვერავინ. ასეთი ზეინტეგრირებული კომპანია „ყველა-ერთში“ შესადარი მაშტაბების, მეტი არაა მსოფლიოში. თუ შევაერთებთ Google-ს, Samsung-ს და სხვებს, რომლებსაც შეხება აქვთ Android-თან, მივიღებთ ეკოსისტემას, სადაც ყველა აკეთებს თავისას, ხოლო მოგება იყოფა მონაწილეთა შორის. თუ თეორიულად გავაერთიანებთ Microsoft-სა და Intel-ს, დავუმატებთ კვლევებს, მივიღებთ მესამე სრულფასოვან ეკოსისტემას, განვითარების სრულიად ორიგინალური მეთოდით (ახლა აქ არ ვსაუბრობთ Windows Phone-ზე).

ამავდროულად Apple თავისი შედარებით მცირე ბაზრის წილით ცალკე დგას, ყველაფერს თვითონ აკეთებს და საბოლოო ჯამში ყველაზე მეტს შოულობს.

მოდი, შევაჯამოთ. საქმისადმი მიდგომა „ვიყოფთ ფუნქციებს და შედეგად ფულს შოულობს ყველა“ მობილური ელექტრონიკის ბაზრისთვის გაცილებით უფრო ცუდად მუშაობს, ვიდრე მოდელი „ერთი კომპანია — ერთი ეკოსისტემა“. Apple ამას პირველი მიხვდა. Microsoft-ს უნდა იყოს როგორც Appe, მაგრამ გამბედაობა არ ყოფნის, თანაც „მეწველი ძროხების“ არსებობა Windows/Office/Tools სახით ადუნებს. Google ასევე სხვა სერვისებით შოულობს ფულს და უფრო შორს წასვლა არ სურს, მან ხომ სულ ცოტა ხნის წინ გაყიდა Motorola-ს მობილური ქვეგანყოფილება. გამოდის, რომ დღეს-დრეობით სრულფასოვანი, საკუთარი ეკოსისტემის შექმნა — ეს არის Microsoft-ის ჰობი და სრულიად არ შედის Google-ის გეგმებში. და მხოლოდ Apple-ისათვის ეს არის ბიზნესი.

დასკვნა: Apple-ის კონკურენტები — ეს სრული ფიქციაა. ისინი უკვე მრავალი წელია ცდილობენ დაგვანახონ, რომ ისინი არსებობენ. მაგრამ სამწუხაროდ, არცერთ მათგანს არ ძალუძს გაუწიოს სრულფასოვანი, ადექვატური კონკურენცია. ზოგს ერთი რამ აკლია, ზოგს სხვა რამე. მცდელობა რაიმე ერთ საკითხში მოუგოს, მხოლოდ Apple-ისათვის მომგებიანია. მომხმარებელი ხომ შესანიშნავად ხედავს ამ ყველაფერს. და სხვა ვენდორებთან შედარების შემდეგ ირჩევს iOS-მოწყობილობას.

მიხვდით, რატომ შოულობს Apple ამდენს?

Comments

comments

Leave a Response