რამდენიმე ხნის წინ ჩემი ნანატრი iPhone 6 ჩამომივიდა აშშ-დან. რასაკვირველია, iPhone 4-ის შემდეგ ახალმა მოდელმა თავისი ზომებით, წარმადობითა და სხვა მრავალი პარამეტრით ძალიან მომხიბლა და კვლავ გამიჩინა სურვილი გამომეყენებინა სმარტფონი სრული დატვირთვით. თანაც, მეექვსე აიფონს არაჩვეულებრივად კარგი კამერა აქვს, როგორც ფოტო-გადაღებისათვის, ასევე ვიდეოსთვისაც. თუმცა, სტანადრტული კამერის აპლიკაცია ხისტად არის შებოჭილი მწარმოებლის მიერ მცემულ ფუნქციებში და რაიმე ფანტაზიების განხორციელება ცოტა ძნელია. სწორედ აქ გამოდის სცენაზე ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გმირი, აპლიკაცია Captune.
როგორც მიხვდით, Captune ვიდეო-კლიპების გადასაღებად არის გამიზნული. და ამ აპლიკაციას საინტერესო ფუნქციაც გამოეძებნა: ვიდეოს გადაღება თქვენი მუსიკალური კოლექციიდან შერჩეული ტრეკის თანხლებით. მოდი დეტალურად ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს აპლიკაცია.
iPhone-ის სამუშაო დაფიდან აპლიკაციის ხატულაზე დაწკაპუნებით პროგრამის მთავარ მენიუში გადავდივართ, სადაც ყველა ჩვენი მუსკალური ტრეკი ჩანს. ანუ ჯერ უნდა ავირჩიოთ კონკრეტული მუსიკალური ტრეკი.
ამის შემდეგ ჩვენ მოვხვდებით ვიდეოს გადაღების სექციაში. თავდაპირველად გამოსახულება ჩვეულებრივია, როგორც ეს ჩანს სტანდარტული კამერის აპლიკაციაში.
შემდეგი მომენტია, გამოსახულების სხვადასხვა რეჟიმებიდან სასურველის არჩევა. ამისათვის ვაწვებით ღილაკს ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში. აქვე გეტყვით, რომ ვიდეოს გადაღება შესაძლებელია როგროც მთავარი კამერით, აგრეთვე ფრონტალური კამერითაც. ამისათვის ისევ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ვნახულობთ მეორე ღილაკს, ორი ურთიერთმიმართული ისრებით და ვირჩევთ სასურველ კამერას.
აქ თქვენ დაგხვდებათ ცხრა სხვადასხვა ვარიანტი. აირჩიეთ ასურველი. ამის შემდეგ პროგრამა წინა ფანჯარაზე დაგაბრუნებთ. უბრალოდ შეეხეთ თითით ეკრანს და დაიწყება ვიდეოს გადაღება. აპლიკაცია Vine-ის პრინციპით მუშაობს, ანუ თითის დააჭერით იწყება გადაღება, აშვებით პაუზდება და ისევ დაჭერით შესაძლებელია გადაღების გაგრძელება ახალი კადრით და ეს რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ. სწორედ ამის შედეგად გამოდის დამონტაჟებული ვიდეოს სახით. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ერთი ჩასუნთქვით არ გიწევთ გადაღება. პარალელურად ჩაირთვება ადრე არჩეული მუსიკალური ტრეკიც. აუშვით თითი ეკრანიდან და გადაღებული ვიდეო შეინახება აპლიკაციაში. რაც მომეწონა, ვიდეოს ბოლოში აუდიო-ტრეკი Fade Out-ით სრულდება.
დამახსოვრებული ვიდეო შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონის ფოტო-ალბომში, ან გააზიაროთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.
არ დაგავიწყდეთ ავტორების დახმარება: დახარჯეთ რამდენიმე წუთი, მიმოიხილეთ აპლიკაცია App Store-ში და მიანიჭეთ ვარსკვლავები.
ჩემი საბოლოო შეფასება: ფრიად კარგად დაწერილი აპლიკაციაა, რომლითაც შეძლებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ლამაზი და მუსიკალურად გაფორმებული ვიდეოს გადაღებას და განსაკუთრებული მომენტების სამუდამოდ დამახსოვრებას.