სიახლეები

Sony-მ უარი განაცხადა სტივ ჯობსის შესახებ ფილმის გადაღებაზე

48views

კომპანია Sony Pictures-მა უარი განაცხადა აარონ სორკინის სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე სტივ ჯობსის შესახებ. ამის შესახებ Variety გვატყობინებს.

სტუდია Sony Pictures ჯერ-ჯერობით კომენტარისაგან თავს იკავებს, თუმცა როგორც აღნიშნავს Variety, ეს სიახლე ნამდვილი შოკი იყო: კომპანიამ ჯობსის ბიოგრაფიის ეკრანიზაციის უფლება რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას მნიშვნელოვან პროექტად თვლიდა.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმის გადაღების სურვილი სტუდია Universal-მა გამოთქვა, რომელმაც გადაწყვიტა მისი დისტრიბუციაც მოახდინოს. პროდიუსერები იმედს არ კარგავენ, რომ ფილმი 2015 წლისათვის დასრულებული იქნება და ოსკარის პრემიასაც მიიღებს.

Comments

comments

Leave a Response