სიახლეები 

Apple-მა ჩამოტვირთვის ღილაკის სახელი შეცვალა

Apple-მა შეცვალა აპლიკაციების ინსტალაციის ღილაკის სახელი App Store-ში. ღილაკის ახალი ვერსია, რომელზეც „Download“-ის ნაცვლად „Get“ აწერია, 20 ნოემბერს გამოჩნდა.

TechCrunch-ის მონაცემებით, Apple იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ევროპული კანონმდებლობიდან გამომდინარე. ევროკავშირში თვლიან, რომ IT-კომპანიამ არ უნდა წარმოაჩინოს აპლიკაცია, როგორც უფასო, თუ თეორიულად მასში მოგვიანებით ფასიანი შენაძენების გაკეთება არის შესაძლებელი. აქამდე ინფორმაცია ამის შესახებ წვრილი შრიფტით იყო გაკეთებული.

ოდნავ ადრე აღნიშნული ქმედება იძულებული იყო Google-საც გაეკეთებინა. კომპანიამ Google Play-ში შეცვალა ტექსტები: „Top Free Apps“ შეიცვალა და ახლა „Top Apps“ ჰქვია.

Related posts