ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 31 ოქტომბერი

ზუსტად ცხრა წლის წინ საინფორმაციო საშუალებები აჭრელდა სათაურებით, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ iTunes Music Store-ში უკვე მილიონი ვიდეო-კლიპი გაიყიდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მილიონი გაიყიდა ოც დღეზე ნაკლებ დროში. კარგი შედეგია, არა?

ამ ფაქტამდე ორიოდე თვით ადრე მრავალი ექსპერტი და ანალიტიკოსი ვერ ვეხდავდა ვიდეოს გაყიდვის პრაქტიკულად ვერანაირ პერსპექტივას, მითუმეტეს არაოპტიმისტურად აფასებდნენ iTunes Music Store-ის მომავალი განვითარების პერსპექტივებს.

რა იყო ამ ეჭვების მიზეზი? ყველაფერი მარტივია: ვიდეო-კლიპების ფასი გაციებით მაღალი იყო, ვიდრე მუსკისა, რის გამოც მომხმარებლის მოზიდვა ძალიან-ძალიან ძნელი იყო. სხვათაშორის, ვიდეო-კლიპების კომპიუტერის ეკრანზე ყურება, მითუმეტეს iPod-ის მინიატურულ ეკრანზე — დიდი ვერაფერი სიამოვნებაა.

მაგრამ, როგორც ჩანს კუპერტინოში გადაწყვიტეს გაერისკათ და არ მიექციათ ყურადღება სიძნელეებზე და დაამატეს ვიდეო-კლიპების გადმოწერის საშუალება iPod video-ს გაყიდვაში გამოსვლასთან ერთად.

შედეგად, 2005 წლის 31 ოქტომბერს Apple-მა სიამაყით გამოუცხადა საზოგადოებას, რომ უკვე გაყიდული იყო ერთი მილიონი ვიდეო კლიპი.

Related posts