ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 30 ოქტომბერი

246views

iPod უბრალოდ საკულტო მუსიკალური დამკვრელი კი არ გახდა, არამედ ნამდვილად რევოლუციურ მოწყობილობად იქცა. როდესაც პირველი iPod გამოვიდა 2001 წლის ოქტომბერში, მხოლოდ ყველაზე გაბედულ ანალიტიკოსებს შეეძლოთ წარმოადგინათ და ევარაუდათ, რომ ეს პატარა მოწყობილობა Apple-ის აქციების ფასს კოსმოსში ასტყორცნიდა. და სწორედ iPod-ების დამსახურებაა, რომ კუპერტინოს შეეძლო მშვიდ პირობებში ჩაეტარებინა ექსპერიმენტები სხვა მოწყობილობების შესაქმენლად.

რასაკვირველია, დამკვრელების გამაოგნებელ წარმატებას ხელი შეუწყო ძალიან ბევრმა ფაქტორმა, მაგრამ მათ შორის რამდენიმე საკვანძოს გამოყოფა შეიძლება: iTunes Music Store, თავსებადობა Windows PC-სთან და ხელმისაწვდომობა.

სწორედ ეს ბოლო ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაყიდვების პირველ დღეებში, როდესაც მომხმარებელს არა მარტო ნახვა, არამედ მოსმენაც სურდა ახალი მოწყობილობის. ამიტომ Apple-მა ხელშკერულება დადო სუპერმარკეტების ქსელთან Target, რომლებმაც დაიწყეს iPod-ების გაყიდვა 2002 წლის 30 ოქტომბრიდან.

Comments

comments

Leave a Response