iPhone 6 Plus-ის მომხმარებლები იუწყებიან პრობლემის შესახებ, რომლის დროსაც ტელეფონი წყობიდან გამოდის ან იჭედება გადატვირთვის ეკრანზე. აღნიშული პრობლემით ბევრი მომხმარებელი მიმართავს Apple-ს, სადაც მათ უმრავლესობას დაზიანებულ მოწყობილობებს უცვლიან ახალში. ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე 4-ჯერ შეცვალა iPhone 6 Plus-ი.
ასევე ძალიან ბევრი მომხმარებელი წერს იდენტური პრობლემის შესახებ Apple-ს მხარდაჭერის ფორუმზე შემდეგ სტატიაში, რომელსაც უკვე 15443 ნახვა და 109 გამოხმაურება აქვს.
პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა 6 Plus-ის მფლობელები პოსტავენ შემდეგ საჩივრებს: როგორც გაირკვა ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური 128 GB-იანი iPhone 6 Plus-ი აღმჩნდა, მასზე შესაძლებელია 700-ზე მეტი აპლიკაციის ინსტალირება, ასევე ისინი წყობიდან გამოდიან მომხმარებლის ჩარევის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ iOS 8-ს უნდა გაესწორებინა აღნიშული აპარატურული ხარვეზი, განახლებამ პრობლემა ვერ გადაჭრა. ასევე მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნულში დამნაშავე არა მოწყობილობა არამედ პროგრამული მხარეა.
თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მოწყობილობაზე ძველი იმიჯის აღდგენისას გადმოდიოდა მცდარი აპლიკაციის პარამეტრები ან არათავსებადი აპლიკაციები, მაგრამ ეს თეორია გამოირიცხა მას შემდეგ რაც ხელით ჩაწერილმა აპლიკაციებმაც გამოიწვიეს იგივე პრობლემა.
ზოგიერთი ფორუმის მომხმარებლებმა და Apple Insider-ის მკითხველებმა მიიტანეს თავისი 6 Plus-ები Apple-ში შესაკეთებლად. მომხმარებელთა ნაწილმა მოახერხა გადაეცვალა გაფუჭებული მოწყობილობები ახლებში, მაშინ, როდესაც სხვებმა თავი შეიკავეს, რადგან უთხრეს რომ ამ შემთხვევაში ხარჯები მოიმატებდა.
პრობლემის მოსაგვარებლად მომხმარებლები აბრუნებენ მოწყობილობას ქარხნულ პარამეტრებზე და შემდეგ ხელით აინსტალირებენ აპლიკაციებს სათითაოდ. თუმცა ეს გზა პრობლემას ყოველთვის ვერ წყვეტს. აპლიკაციების ხელით ინსტალაცია მოითხოვს დიდ დროს და ამასთანავე მაინც ვერ გვაძლევს გარანტიას, რომ აღნიშნულ პრობლემას თავი დავაღწიოთ. ასევე ფორუმის მომხმარებლები წერენ, რომ პრობლემა მხოლოდ რამდენიმე წუთით გვარდება და შემდეგ ტელეფონი ისევ იქრაშება.
მომხმარებელთ ნაწილი ამბობს, რომ Display Zoom ფუნქციის ჩართვა გვეხმარება თავი ავარიდოთ მოწყობილობის დაზიანებას, მაგრამ ეს გზა შორსაა პრობლემის ოფიციალური გადაწყვეტისგან.
ჯერ-ჯერობით აღნიშნული პრობლემით “დაზარალებულ” მომხმარებელთა რიცხვი უცნობია. თუ გავითვალისწინებთ ფორუმებზე აღნიშნული თემების ნახვების რაოდენობას შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემაა არაა ვრცლად გავრცელებული. ასევე პრობლემა დაკავშირებული მხოლოდ 128 GB-იანი iPhone 6 Plus-ის მომხმარებლებთან, რომელთაც აპლიკაციების მდიდარი ბიბლიოთეკა აქვთ.
Apple-ს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი აღნიშნულზე. მას არ გააჩნია წესდება, რომლის მიხედვითაც მოემსახურება იმ მომხმარებლებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემით მიმართავენ Apple-ს.