ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 27 ოქტომბერი

207views

ისევე როგორც Apple-ის პროდუქტების პირველი ვერსიები, iTunes-ის პირველი ვერსია ნამდვილი რევოლუცია გახდა. ხოლო iTunes 4-ზე იგივეს სამწუხაროდ ვერ ვიტყვით: სერვისმა მოკრძალებული განახლება მიიღო: დაკვრის გაუმჯობესებული რეჟიმი, ლოკალური ქსელიდან მუსიკასთან წვდომა AAC ფორმატში და Music Store-ის ახალი განყოფილება, რომლემაც სხვათაშორის იხსნა iTunes ჩავარდნისაგან.

iTunes Music Store-მა მართლაც შეძლო მთელი მუსიკალური ინდუსტრიის შეჯანჯღარება. უბრალოდ წარმოიდგინეთ: 200 000 სიმღერა მაღლი ხარისხით, მოწინავე ლეიბლებისაგან.

სერვისის გაშვებიდან პირველივე კვირაში მილიონზე მეტი კომპოზიცია გაიყიდა, ოთხი თვის შემდეგ — უკვე ათ მილიონზე მეტი.

როდესაც სერვისის განახლების დრო მოვიდა, Apple-მა გაიხსენა და შეასრულა პირობა მიეცა წვდომა Windows-ის მომხმარებლებისთვისაც. შედეგად, PC-კომპიუტერების მომხმარებლებსაც დაუდგათ ზეიმის დრო 2003 წლის 27 ოქტომბერს: მათ ამ დღეს მიიღეს iTunes.

Comments

comments

Leave a Response