დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ მას მერე, რაც კუპერტინოში პირველი Mac-ების გაყიდვები დაიწყეს, რეალიზაციის მაჩვენებლებმა ფრიად გაანაწყენა Apple-ის ხელმძღვანელობა. და ეს მიუხედავად ყველანაირი სახის მარკეტინგული კამპანიებისა, რომლებზეც რამოდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯა. გაყიდვების რეალური ციფრები საპროგნოზოს ზუსტად ხუთჯერ ჩამორჩებოდა. ამ ყველაფრის გამო, Mac-ებს რეალური საფრთხე დაემუქრათ, რამაც ჯონ სკალი იძულებული გახადა გადაუდებელი ზომები მიეღო.
ჯონ სკალიმ, რათა როგორმე მაინც გამოესწორებინა სიტუაცია, გადაწყვიტა ეშმაკს გარიგებოდა — ანუ Microsoft-ს. რედმონდის კომპანიას უნდა განეახლებინა ტექსტური რედაქტორი, Word, ასევე უნდა შეეჩერებინა Excel-ის განახლება PC-ზე გარკვეული დროით. სკალის იდეა გასაგები იყო: Microsoft-ის მიერ მოცემული დროის განმავლობაში Mac საკმაოდ ბევრ გაყიდვას მიიღებდა, რაც კუპერტონოს ლიდერის პოზიციას შეუნარჩუნებდა.
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. მოცემული დროის სანაცვლოდ ბილ გეითსმა მოითხოვა Apple-ის რამდენიმე ტექნოლოგიის ლიცენზია, რომლებიც Mac OS-ში გამოიყენებოდა.
Microsoft-მა თავის ამჯამინდელი კეთილდღეობა მარტივად მიიღო: Word-მა მაინც მიიღო განახლება შეთანხმების მიუხედავად, ხოლო Excel ისედაც ვერ გამოვიდა PC-ზე 1990 წლამდე, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო.
ჯონ სკალი ამ გარიგებას 1985 წლის 24 ოქტომბერს დათანმხდა, ხელმოწერამდე მთელი თვე იყო დარჩენილი.