Apple-ის ახალი საოპერაციო სისტემას, რომელსაც დასახელებაში მეცხრე ნომერი უნდა მიეღო, ძალიან დიდხანს ელოდნენ. როგორც კი ის გამოვიდა, მან მომენტალურად დაიპყრო მომხმარებელტა გულები. ამის გარდა, Mac OS 9 სულ ბოლო „კლასიკური“ Mac OS გახლდათ.
და იყო მიზეზი, რის გამოც ძალიან უყვარდათ კლასიკური Mac OS: მაგალითად, შესაძლებელი იყო მომხმარებლის რამდენიმე ანგარიშის შექმნა, განახლებების ავტომატური დაყენება, პაროლების ცენტრალიზირებული საცავი და სხვა მრავალი.
სტივ ჯობსმა Mac OS 9 წარმოადგინა, როგორც საუკეთესო საოპერაციო სისტემა ქსელში მუშაობისათვის, რასაც ხელს უწყობდა ახალი სერვისი, iTools (მოგვიანებით მას .Mac დაერქმევა).
ამის გარდა, Mac OS 9-მ სრულიად დახურა Mac-კლონების თემა: Apple-მა უბრალოდ შეწყვიტა ლიცენზიის გაცემა ამ ვერსიაზე უცხო მწარმოებლებისათვის, რაც კლონების ეპოქის დასასარული გახდა.
ოფიციალურად Mac OS 9 1999 წლის 23 ოქტომბერს გამოვიდა.