ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 22 ოქტომბერი

როგორც წესი, როდესაც ვსაუბრობთ რაიმე ცვლილებაზე, თავში რატომღაც ცუდი აზრები მოდის. 2002 წლამდე Apple-ის ისტორიაში უკვე იყო სამი დიდი გადასვლა (სამწუხაროდ, სამივე არ იყო წარმატებული), ხოლო 2002 წელს განხორციელდა მეოთხე, რომელმაც მომხმარებლებს მხოლოდ დადებითი მოუტანა: კუპერტინოში გადაწყვიტეს Mac OS X უფასოდ დაერიგებინათ, სამწუხაროდ ყველას არა, მხოლოდ მასწავლებლებს.

აი როგორ უცნაური იმ დროისათვის და გაბედული ნაბიჯი გადადგა Apple-მა და შემდეგი სახის კომენტარი მოაყოლა ჯონ კოუჩის (Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი) პირით:

Mac OS X 10.2-ის დისკები და სასწავლო პრეზენტაცია მასწავლებლებს გაუადვილებს Mac OS X-ზე გადასვლას, რის შედეგადაც ისინი შეძლებენ უფრო მეტი დრო დაუთმონ უახლეს ტექნოლოგიებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში და უფრო სწრაფადაც შეასრულებენ საქმეს. Apple 25 წელზე მეტია აწვდის სკოლებსა და მასწავლებლებს თავის პროდუქტებს, ხოლო უახლესი Mac OS X საუკეთესოა მათ შორის.

ასეთი გულუხვი საჩუქარი კომპანიამ მასწავლებლებს 2002 წლის 22 ოქტომბერს გაუკეთა. თუმცა საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია უკვე კვლავ ფასიანი გახდა მათთვის.

Related posts