Motorola 68040-ით აღჭურვილი მეორე კომპიუტერი გახდა Quadra 900, რომელიც უმცროსი მოდელისაგან როგორც აპარატურული აღჭურვილობით განსხვავდებოდა, ასევე კორპუსის დიზაინითაც. მაგრამ მთავარი განმასხვავებელი, რასაც მომხმარებელი ხედავდა — კომპიუტერის უზარმაზარი ზომები იყო. საერთოდ Quadra-ს ხაზი — Apple-ის ისტორიაში განსაკუთრებული ნაწილი იყო.
Quadra-ს აბსოლუტურად ყველა მოდელს მაღალი წარმადობა ჰქონდა და უახლესი ფუნქციონალი, რომლებიც არ იყო არცერთ წინა თაობაში.
Quadra 900-ის ზომები მართლაც შთამბეჭდავი იყო: სიმაღლე 45 სმ, სიღრმე — 50 სმ. მაგრამ კორპუსი უბრალოდ არ იყო გაზრდილი: მომხმარებელს საშუალება ეძლეოდა გაეფართოვებინა ფუნქციონალი, ახალი კომპონენტების დამატების ხარჯზე.
სტანდარტულ კომპლექტაციაში კომპიუტერს 4 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა, მაგრამ მისი გაზრდა შეიძლებოდა 64 მბაიტამდე. სინამდვილეში მას 128 მბაიტთანაც შეეძლო მუშაობა.
გაყიდვაში Quadra 900 1991 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა და ის 8500 დოლარი ღირდა.