როგორც ცნობილია, კომპიუტერი — არა მარტო „რკინაა“, არამედ პროგრამული უზრუნველყოფაც, რომელზეც ბევრი რამეა დამყარებული. Apple-ის მთავარი (ან, ერთ-ერთი მთავარი) პროგრამული პროდუქტი — მისი საოპერაციო სისტემაა, Mac OS (რომელსახ მოგვიანებით OS X ეწოდა). როდესაც გამოვიდა Mac OS 8.5, ის იყო პირველი, რომელსაც მხოლოდ PowerPC-პროცესორებზე შეეძლო მუშაობა. ამით Apple 68k პროცესორებს გამოემშვიდობა.
Mac OS 8.5 სარგებლობის პირველივე წუთებზე მომხმარებელი გაოცებული რჩებოდა ახალი ხელსაწყოთი, Sherlock, რომელიც საშუალებას იძლეოდა მოგეძებნათ ნებისმიერი ინფორმაცია კომპიუტერში. ის ასევე ინტერნეტშიც ახდენდა ძებნას.
მაგრამ ეს ხელსაწყო არ გამხდარა მთავარი ახალ საოპერაციო სისტემაში. Apple-ისთვის ახალი ვერსია მნიშვნელოვანი იყო იმით, ომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი OS X-ისკენ. რათქმაუნდა, რიგითი მომხმარებლებისათვის ეს ნაბიჯები შეუმჩნეველი იყო, ვინაიდან მათ არ იცოდნენ Apple-ის სამომავლო პროდუქტების შესახებ, მაგრამ კომპანიაში გამალებული მუშაობა მიმდინარეობდა.
Mac OS 8.5 გაყიდვაში 1998 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა და ის კომპაქტ-დისკებზე იყო ჩაწერილი.