ამერიკული ფეხბურთი — ფრიად პოპულარული (თუ ყველაზე პოპულარული არა) სპორტის სახეობაა აშშ-ში. გასაკვირი არ არის, რომ მისი, როგორც რეკლამის განთავსები ადგილი ყოველთვის საინტერესო იყო სხვადასხვა კომპანიებისათვის. გამონაკლისი არც Apple გახლავთ. ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩისათვის Apple-მა და Pepsi-მ გამოაცხადეს ერთობლივი აქცია: Pepsi, Pepsi Light და Sierra Mist-ის მყიდველებს შეეძლოთ უფასო მისიკალური კომპოზიციის მოგება iTunes Music Store-ში.
აი, რათქვა მაშინ სტივ ჯობსმა ამ ერთობლივ აქციაზე (რათქმაუნდა, ყველასთვის ეს არა რეკლამა, არამედ გულუხვი აქცია იყო):
ეს იტორიული კამპანიაა, რომლის ფარგლებში გათამაშებული იქნება 100 მილიონი ლეგალური ციფრული კომპოზიცია iTunes Music Store-იდან, აღნიშნავს ახალი, ცივილური ხანის დასაწყისს მუსიკის გაყიდვის სფეროში. ამის შესახებ ათეულობით წლის განმავლობაში ემახსოვრებათ.
მაგრამ, სამწუხაროდ სარეკლამო კამპანია დიდად წარმატებული არ აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ უფასო საჩუქრების მოყვარულებმა იპოვნეს მომგებიანი ბოთლის გამოცნობის ტექნიკა: ბოთლს დახრიდნენ და კოდი ჩანდა შიდა კედელზე. ჯობსიც შეცდა ათწლეულებთან დაკავშირებით: ლეგალური მუსიკის ხანა კი დაიწყო, მაგრამ არც მეკობრეებს ეძინათ.
ასე იყო, თუ ისე, Apple-ისა და Pepsi-ს სარეკლამო კამპანია 2003 წლის 16 ოქტომბერს წარმოადგინეს.