ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 15 ოქტომბერი

DCF 1.0
81views

Macintosh-ები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მომხმარებელთა შორის (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რათქმაუნდა). განსაკუთრებულად ცნობილი გახდა ისეთი მოდელები, როგორიცაა Macintosh Plus და Macintosh SE. მაგრამ დრო ერთ ადგილას არ დგას და ნებისმიერი ტექნიკა ძველდება და საჭიროებს შეცვლას. ასევე დაემარტათ აღნიშნულ მოდელებსაც. მათ შემცვლელად ახალი Macintosh Classic მოვიდა.

Macintosh Classic-ის ტექნიკური მაჩვენებლები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა წინამორბედებისაგან. მას ჰქონდა ისეთივე 9 დუიმინი მონოქრომული ეკრანი, 512×342 გარჩევადობით.

ყველაზე მარტივი მოდელი 999 დოლარი ღირდა და მხოლოდ 1 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა, ხოლო ხისტი დისკი საერთოდ არ მოყვებოდა. თუ დაამატებიდით 500 დოლარს, მიიღებდით 2 მბაიტ ოპერატიულს და 40 მბაიტიან ხისტ დისკს.

წინამორბედებისაგან განსხვავებით, Macintosh Classic-მა არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო მომხმარებელთა მხრიდან. ძირითადად უარყოფითი. ასეთი შეფასება დაკავშირებული იყო პროცესორის წარმადობასთან და გაფართოების სლოტების არარსებობასთან. კომპიუტერი მხოლოდ ტექსტებთან, ელექტორნულ ცხრილებთან და მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ თუ გამოდგებოდა. ფასის გამო ის კარგი ვარიანტი იყო განათლების სისტემისათვის.

Macintosh Classic-ის საოპერაციო სისტემა Mac OS 6.0.7 იყო და მაქსიმუმ 7.5.5 ვერსია დგებოდა.

Macintosh Classic 1990 წლის 15 ოქტომბერს გამოვიდა გაყიდვაში.

Comments

comments

Leave a Response