2011 წლის 5 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ პოლ ჯობსი. პრაქტიკულად მეორე დღესვე კომპანიის ფანებმა კომპანიასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გახსნეს მემორიალური საიტი, რომელიც სტივ ჯობს ეძღვნებოდა და მოუწოდეს ყველა ფანს 14 ოქტომბერს ჩაეცვათ სტივ ჯობსივით და მის შესახებ დაეწერათ სოციალურ ქსელებში.
14 ოქტომბრის სტივ ჯობსის მოგონების დღედ გადაქცევა აზრად მარკეტინგულ კომპანია Studicom-ის თანამშრომლებს მოუვიდათ, სწორედ მათ შექმნეს სპეციალური საიტი. უნდა აღინიშნოს, რომ იდეამ ფართო გავრცელება ჰქპოვა და მას მხარი ათასობით ადამიანმა დაუჭირა მთელ მსოფლიოში.
აი რა თქვეს უშაულოდ საიტის ავტორებმა:
ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ მისი ნამუშევრებით და დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც სტივ ჯობსმა ამ სამყაროს შემატა. მოდით, მივაგოთ ხსოვნა და 14 ოქტომბერი გამოვაცხადოთ სტივ ჯობსის დღედ. დაე, ამ დღეს Apple-ის ყველა ფანმა ჩაიცვას სტივის მსგავსად, შავი ჯემპრი, ლურჯი ჯინსის შარვალი და ბოტასები, მსგავსი იმისა, რასაც სტივი ატარებდა. გადაიღოს სურათი და საკუთარ ბლოგში ატვირთოს. მოდით ამ დღეს სტივზე ვწეროთ რაც შეიძლება ხშირად და ბევრი.