iPod-ის პრაქტიკულად პირველივე თაობიდან მოყოლებული, მომხმარებლები ოცნებობდნენ იმ შესანიშნავ დღეზე, როდესაც iPod-ები შეძლებდნენ ვიდეო-ფაილების გაშვებას. საკმაო დრო გახდა საჭირო ამისათვის, მაგრამ ეს ღირდა ამად. 2005 წლის 12 ოქტომბერს, Apple-მა წარმოადგინა iPod-ების ახალი თაობა, სახელად iPod Video.
iPod Video-ს არა მარტო ვიდეოს დაკვრა შეეძლო, არამედ აღჭურვილი იყო შტამბეჭდავი მოცულობის მეხსიერებით: 30, 60 ან 80 გბაიტი. სხვათაშორის, ავტონომური მუშაობის ხანგძლივობაც შთამბეჭდავი იყო — 20 საათამდე.
iPod Video მხარს უჭერდა MP4 და H.264 ფორმატებს. სერიალები, პოდკასტები, კლიპები და ფილმები შეგეძლოთ ონლაინ-მაღაზიაში შეგეძინათ, მაგალითად iTunes Store-ში და შემდეგ iTunes-ით გადაგეწერათ iPod Video-ში.
პირველი iPod Video 2005 წლის 12 ოქტომბერს გამოვიდა გაყიდვაში.