ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1979 წლის 11 ოქტომბერი

113views

არსებობის მანძილზე კუპერტინოში შეიქმნა დიდძალი ოდენობის პროგრამული უზრუნველყოფა. თუმცა უმნიშვნელოვანესი პროგრამა Mac-კომპიუტერებისათვის მაინც არის PageMaker — პირველი სამაგიდე საგამომცემლო სისტემა, ხოლო მთლიანად Apple-ისათვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა გახლავთ VisiCalc — ელექტრონული ცხრილების სამართავად (Excel-ის ბაბუა), რომელიც მართალია Apple-ის შექმნილი არაა (ის შექმნა დენ ბრიკლინმა, დამოუკიდებელმა პროგრამისტმა), მაგრამ კომპანიის სავიზიტო ბარათი გახდა.

როგორც უკვე მიხვდით პროგრამის დასახელებიდან, VisiCalc-ს შეეძლო თავდაყირა დაეყენებინა ყველა ბუღალტრის, ფინანსისტის, ეკონომისტის და ანალიტიკოსოს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა შევადგინოთ უზარმაზარი ანგარიშგებები, უწყისები და ა.შ. ეს იყო ნამდვილი გარღვევა და რევოლუცია.

VisiCalc მომხმარებელს საშუალებას აძლევდა ქაღალდზე დოკუმენტბრუნვის წარმოება ელექტრონულით ჩაენაცვლებინა, რაც უამრავი დროის ეკონომიას ახდენდა. სხვათაშორის, სწორედ VisiCalc იყო ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც Apple II-ის უამრავი მოდიფიკაცია 1990 წლამდე იყიდებოდა.

Apple-მა VisiCalc 1979 წლის 11 ოქტომბერს წარმოადგინა.

Comments

comments

Leave a Response