ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 10 ოქტომბერი

74views

კუპერტინოს კომპანია 80-იან წლებში მიხვდა, რომ მას შეუძლია გაყიდოს პროდუქცია იმ ფასად, როგორც მას მოუნდება. ფასი მომატებულიც შეიძლება ყოფილიყო, ძალიან მომატებული, მაგრამ ეს გაყიდვებს ხელს არ უშლიდა, ხოლო კონკურენტების შიში შეგეძლოთ არც გქონოდოათ. მაგრამ როდესაც იაფი PC-კომპიუტერებმა ბაზრის შევსება დაიწყეს, Apple-ს მართლია კვლავ შეეძლო ნებისმიერი ფასის დადება, მაგრამ გაყიდვების მოცულობამ მნიშველოვნად იკლო.

სიტუაცის გამოსწორება სჭირდებოდა. Apple-მა გადაწყვიტა უპრეცედნეტო ნაბიჯზე წასულიყო — გამოეშვა Mac-კომპიუტერი, რომელიც 1000 დოლარზე ნაკლები ეღირებოდა. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და ამან საერთო ყურადღება მიიპყრო. ასე იხილა მსოფლიომ ახალი Mac Classic.

გარეგნულად Mac Classic წააგავს Mac SE-ს, რომლისგანაც აღებული იქნა ფორმ-ფაქტორი. საბაზო კონფიგურაციაში Mac Classic-ს 2 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა და მყარი დისკი გარეშე იყიდებოდა. სამაგიეროდ ის სულ 999 დოლარი ღირდა.

რათქმაუნდა, ის ვინც ოდნავ მიანც ერკვეოდა კომპიუტერებში, ხედავდა ამ მოდელის ყველა ხარვეზს, რომლებიც სხვათაშორის არც ისე ცოტა იყო, სამაგიეროდ ყველა სხვა მომხმარებელი-მოყვარული, რომელიც საკუთარ Mac-კომპიუტერზე ოცნებობდა, ხედავდა რომ კომპიუტერი მხოლოდ 999 დოლარი ღირდა, რაც მათთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

Mac Classic გაყიდვაში 24 წლის წინ, 1990 წლის 10 ოქტომბერს გამოვიდა.

Comments

comments

Leave a Response