ხანდახან პერიფერიული ტექნიკის გაყიდვა არა ნაკლებ სარფიანი ბიზნესია, ვიდრე კომპიუტერების გაყიდვა. გასაკვირი არ არის, რომ Apple-იც ოდესღაც სერიოზულად დაფიქრდა საკუთარი პერიფერიული ტექნიკის გაყიდვის შესახებ. ყველაფერი ჯერ კიდევ ძველი Silentype-იდან დაიწყო, რომელსაც Apple საკუთარი მარკის ქვეშ ყიდდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ Apple-ისაგან ამ მოწყობილობაზე მხოლოდ სახელი და შეფუთვა იყო, ყველა დანარცენი — უცხო კომპანიის შექმნილი გახლდათ. მაგრამ კუპერტინომ გადაწყვიტა ამაზე არ შეჩერებულიყო.
1990 წელს გაყიდვაში ჭავლური პრინტერი გამოვიდა, სახელად StyleWriter. რასაკვირველია, Apple-ის მარკით იყიდებოდა. მაგრამ PC-კომპიუტერების მომხმარებლებს შეეძლოთ ის ეცნოთ როგორც Canon BubbleJet, რომელიც უზრუნველყოფდა A4 ფორმატის მონოქრომულ ბეჭდვას 360 dpi გარჩევადობით.
უნდა აღინიშნოს, რომ StyleWriter ფრიად წარმატებული პროდუქტი იყო Apple-ისათვის. მასზე ნაბეჭდი ტექსტიც კი ძალიან კარგი იყო. ერთადერთი უარყოფითი მომენტი იყო ბეჭდვის დაბალი სიჩქარე: ერთი გვერდის ბეჭდვისათვის ამ პრინტერს 1 წუთი სჭირდებოდა. ეს ხარვეზი განსაკუთრებით აცოფებდა ძვირადღირებული ImageWriter-ების მფლობელებს.
თუმცა, დალოდება ნამდვილად ღირდა, ვინაიდან ნაბეჭდი ძალიან კარგი ხარისხისა იყო.
StyleWriter გაყიდვაში 1990 წლის 9 ოქტომბერს გამოვიდა და 599 დოლარი ღირდა, ხოლო პირველი პარტია მყისეურად დაიტაცეს მყიდველებმა.