ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 8 ოქტომბერი

თუ დეტალურად შევისწავლით „ხილის“ კომპანიის ისტორიას, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი დაკავშირებულია სასამართლო გარჩევებთან The Beatles-თან. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ცნობილი მუსიკალური კომპანია უკმაყოფილო იყო კუპერტინოს კომპანიის სახელით, ვინაიდან მსგავსი სასაქონლო ნიშანი — Apple Records გამოიყენებოდა ჯგუფის მიერ ხმის ჩაწერის სფეროში.

სწორედ ეს გახდა მიზეზი პირველი სასამართლო დავისა კომპანიებს შორის. ოდნავ მოგვიანებით „ბიტლებს“ არ მოეწონათ, რომ Macintosh გამოიყენებოდა მუსიკის შესაქმენლად. კიდევ მოგვიანებით მათ არ მოეწონათ Apple-ის მიერ შექმნილი სერვისი iTunes Music Store.

პირველი სარჩელი დასრულდა იმით, რომ Apple-მა პირობა დადო არასოდეს ჩარეულიყო მუსიკალურ ბიზნესში. თუმცა როდესაც გაყიდვაში გამოვიდა Apple IIgs, MIDI-სინტეზატორით, Apple Records-მა მეორე სარჩელი შეიტანა სასამართლოში და Apple დაადანაშაულა ხელშეკრულების დარრვევაში, რომელიც 1981 წელს გააფორმეს.

მაშინ კუპერტინოში გადაწყვიტეს, რომ სასამართლო პროცესი უფრო ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ ჯარიმის გადახდა არჩიეს. რაზეც გაკეთდა შესაბამისი განცხადება 1991 წლის 8 ოქტომბერს. ჯარიმის თანხამ 26.5 მლნ. დოლარი შეადგინა.

Related posts