პირველი Macintosh-ის შექმნისას, კუპერტინოს თანამშრომლები ისწრაფოდნენ შეექმნათ ის არა მარტო რევოლუციური, არამედ კომერციულადაც წარმატებული. იმაზე, გამოუვიდათ, თუ არა, დრეს არ ვიმსჯელებთ, ვინაიდან მიმდინარე თარიღი დაკავშირებულია არა შედეგებთან, არამედ მომზადებასთან. მოდი ვნახოთ, თუ როგორ ემზადებოდნენ პირველი Macintosh-ის გამოსვლისათვის.
იმისათვის, რომ კომერციული წარმატებისთვის მიეღწია, Apple-მა ნამდვილი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც აღწერილი იყო საზოგადოებისათვის ამ კომპიუტერის წარდგენის ყველა ასპექტი. გეგმა მოიცავდა უამრავ პუნქტს, დაწყებული შესაფუთი მასალის არცევით და დასრულებული IBM-ისაგან პროვოკაციულ კითხვებზე პასუხებით.
რათქმაუნდა, გეგმის ყველა პუნქტი ვერ შესრულდა იდეალურად. ზოგიერთმა საერთოდ ნეგატიურად იმოქმედა კომპიუტერის წარდგენაზე. ამ ყველაფერთან ერთად — ეს პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც კომპიუტერის მარკეტინგს ამხელა ყურადღება მიაქციეს.
Macintosh-ის წარდგენის გეგმა 1983 წლის 7 ოქტომბერს დამტკიცდა.