ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 6 ოქტომბერი

როდესაც ამელიო დაითხოვეს, „ვაშლის“ კომპანიის ხელმძღვანელობა ახალი მეთაურის ძებნით იყო გართული. Apple-ის გამგეობამ უკვე რამდენჯერმე მიმართა სტივ ჯობსს წინადადებით, დაბრუნებულიყო კომპანიაში, მაგრამ სტივი მხოლოდ „მოვალეობის დროებით შემსრულებლის“ პოზიციას დათანხმდა.

როდესაც სტივის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, ბევრმა ანალიტიკოსმა გამოთქვა აზრი, რომ ეს ძალიან ცუდი იდეა იყო, ვინაიდან მისი კანდიდატურას სერიოზულად შეეძლო დაეფრთხო სხვა კანდიდატები, რომლებიც განიხილებოდნენ მუდმივი ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მაიკლ დელი იმათ მხარეზე იყო, ვინც თვლიდა, რომ სტივის დაბრუნება ვერაფერს შეცვლიდა: „სტივი ვერაფერს შეცვლის“. ღირს იმის მოყოლა, თუ რა გააკეთა სტივმა? ხოლო როდესაც ჟურნალისტებმა დელს ჰკითხეს, თუ ის რას იზამდა, კუპერტინოს კომპანიის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო, მან უპასუხა:

რას ვიზამდი? დავხურავდი Apple-ს და ფულს აქციონერებს დავუბრუნებდი.

ეს ფრაზა მაიკლ დელმა 1997 წლის 6 ოქტომბერს წარმოთქვა. მას შემდეგ Apple-ის საქმეები იმდენად კარგად წავიდა, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით მრავალჯერ გაუსწრო კომპანია Dell-ს, რომელიც ახლა იმდენად დასუსტდა, რომ გადარჩენისათვის იბრძვის.

Related posts