გასული საუკუნის 90-იანი წლები — საკმაოდ რთული პერიოდი იყო კუპერტინოს კომპანიისატვის. 1994 წელს Apple-ის მთავარი ფინანსისტი ჯოზეფ გრაციანო Business Week-ისატვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: „ჩვენ არ დაგვრჩა სიმტკიცის მარაგი კიდევ ერთ შეცდომაზე“. ხოლო უკვე ერთი წლის შემდეგ, 1995 წელს მოხდა სწორედ ის შეცდომა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა.
თუ დღეს, 2014 წელს, ზოგიერთი iPhone 6-ის გაღუნვაზე ბჭობს და ქირქილებს, მაშინ, 1995 წელს ნამდვილი ფიასკო გახდა კომპიუტერი PowerBook 5300. შედეგად, ჯეფ გრაციანოს ნერვებმა უმტყუნა. გახსნილი ტექსტით, ყოველგვარი მორიდების გარეშე მან დაადანაშაულა მაიკლ შპინდლერი, Apple-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, პროფესიულ უვარგისობაში, ხოლო მთლიანად კომპანია იმაში, რომ ის, ასე ვთქვათ, სისულეელებს აკეთებს.
მხარეთა კონფრონტაციამ აპოგეას მიაღწია 1995 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც ჯოზეფ გრაციანო Apple-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და მოვლენათა შემდგომი განვითარების ორი ვარიანტი შესთავაზა: ან საერთოდ გაეყიდათ კომპანია და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მომხდარიყო, ან გაეყოთ ის ორ ნაწილად: პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი და აპარატურული ნაწილის მწარმოებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯოზეფი ვერ ხედავდა Apple-ისათვის მომავალს.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჯოზეფ გრაციანომ იმავე დღეს დატოვა Apple — 1995 წლის 4 ოქტომბერს.