iPhone 6 და iPhone 6 Plus ორ კვირაზე ნეკლები დროა, რაც გაყიდვაშია და ჩვენ თითქმის ყოველდღე რაიმე ახალს ვიგებთ მათ შესახებ. ამჯერად თავისი ა��მოჩენის შესახებ ინფორმაცია გაგვიზიარეს კომპანია Chipworks სპეციალისტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ Apple-ის უახლეს სმარტფონებში ერთდროულად ორი აქსელერომეტრი გამოიყენება და მათ სხვადასხვა ამოცანა აქვთ.
Chipworks თვლის, რომ iPhone 6 და iPhone 6 Plus მოდელებში გამოყენებულია ორი ასეთი მოწყობილობა: სამღერძიანი Bosch BMA280 და ექვსღერძიანი InvenSense MPU-6700. სპეციალისტების აზრით, ორი მოწყობილობის გამოყენება ამცირებს ენერგიის მოხმარებას და ზოგავს აკუმულატორს.
მაგალითად, Bosch-ის აქსელერომეტრი უფრო მარტივია, მოიხმარს ნაკლებ ენერგიას. ახალ iPhone-ებში მას იყენებენ მარტივ ამოცანებში, რომლებიც არ მოითხოვენ დიდ სიზუსტეს და მუშაობის დიდ სისწრაფეს. შედეგად, InvenSense არის ექვსღერძიანი მოწყობილობა და გამოიყენება რთული ამოცანების შესრულებისას, მაგალითად, თამაშებში. ენრგიის მოხმარებაც მეტი აქვს, შესაბამისად.
Chipworks ორი მოწყობილობის ერთდროულ გამოყენებას Apple-ის მხრიდან საკითხისადმი ყურადღებით მიდგომის მაგალითად ასახელებს. ორი მოწყობილობის გამოყენების ეფექტი შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, მაგრამ ფრიად დადებითად აისახება როგორც მოწყობილობის გამოყენების მოხერხებულობაზე, აგრეთვე მოწყობილობის ავტონომიურობაზეც.