ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 30 სექტემბერი

90-იანი წლების ბოლო, Mac-ის მომხმარებლები სრულ ჰარმონიაში არიან როგორც საკუთარ კომპიუტერებთან, ასევე საოპერაციო სისტემა Mac OS 8-სთანაც. სრულიად ლოგიკურია, რომ მეცხრე ვერსიაზე გადასვლა არავის გახარებია და განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ. კუპერტინოში გადაწყვიტეს როგორმე დაეცქარებინათ პროცესი, რისთვისაც ახალი, უფასო ონალინ-სერვისი, iTools გაუშვეს.

ამ სერვისი წყალობით Mac-ის თითოეული მომხმარებელი იღებდა მისამართს დომენში mac.com (მეც მაქვს ასეთი, დიახ ძველი მომხმარებელი ვარ), ცოტაოდენ დისკურ სივრცეს, სადაც შეიძლებოდა web-გვერდების განთავსება და რამდენიმე საინტერესო ხელსაწყოს.

ასეთმა წინადადებამ მართლაც აამაღლა მომხმარებელთა ენთუზიაზმი, რაც მყისიერად აისახა Apple-ის ხარჯებზე ამ სერვისის უზრუნველსაყოფად. ამიტომ Apple-მა გადაწყვიტა სერვისი ფასიანი გაეხადა.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2002 წლის 30 სექტემბერი ბოლო დღე გახდა, როდესაც Mac-მომხმარებლებს ჯერ კიდევ შეეძლოთ iTools-ით უფასო სარგებლობა. ამის შემდეგ ის ფასიანი გახდა და დაერქვა .Mac, რომელიც ას დოლარზე უფრო ძვირი ღირდა ყოველწლიურად.

Related posts