სიახლეები

Apple და Google კონფიდენციალურობის სადარაჯოზე

41views

კომპანიებმა Apple და Google შეცვალეს საკუთარი პოლიტიკა მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (NSA) გრანდიოზული სკანდალის შემდეგ. ხელისუფლების თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებზე სულაც არ მოსწონთ მსხვილ IT-კორპორაციებს. ახლა მოდაშია დაცული სმარტფონები და პლანშეტები. და მონაცემთა დაშიფვრის მაღალი დონე დიდი პლუსია მომხმარებელთა თვალში. უახლოეს დროში iOS-ში და Android-ში უსაფრთხოება კიდევ უფრო მოიმატებს. თანაც, დაცვას ჩართვა არ დასჭირდება — ის უკვე ჩართული იქნება.

მაგრამ სპეცსამსახურებს ეს სულაც არ მოსწონთ. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, ჯეიმს კომი აცხადებს, რომ ეს მას არ მოსწონს. ახლა ადამიანები შეძლებენ საიდუმლოს შენახვას, რომელთა გარკვეული ნაწილი საშიშია სახელმწიფოსათვის და საზოგადოებისათვის. FBI დარწმუნებულია, რომ მონაცემთა დაშიფვრა დაეხმარება არა უბრალო ხალხს, არამედ ბოროტმოქმედებს და საქმეს გაურთულებს სახელმწიფო ორგანიზაციებს.

წყარო: nextpowerup.com

Comments

comments

Leave a Response