შემოდგომა დადგა, ახალი iPhone-ები გამოვიდა — გასაკვირი არ არის, რომ განებივრებულ მომხმარებელს რაიმე ახალი უნდა. ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბარი ზედმეტია, თუმცა გარკვეული ვარაუდების გაკეთება მაინც შეიძლება:
ინსაიდერული ჭორების მთავარი რჩეული მაინც iPad Pro გახლავთ — Apple-ის მრავალი მომხმარებელი დაჟინებით ელოდება, რომ ადრე თუ მალე საყვარელი კომპანია გამოუშვებს 12.9 დუიმიან მონსტრს, A8X პროცესორით, რომელზეც შეკვეთა ჩინურ კომპანია TSMS-ის გადაეცა. მსუბუქი და კომპაქტური ალტერნატივის როლი ამ შემთხვევაში მიენიჭება iPAd Air 2-ს: 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, Home-ღილაკში ინტეგრირებული Touch ID სენსორით და A8 პროცესორით.
სურათის ბოლომდე შესავსებად უნდა ვახსენოთ აგრეთვე Mac mini-ც — ბოლოს ეს მოწყობილობა 2012 წლის ოქტომბერში განახლდა. ცვლილებების სრული არარსებობა იმას გვაფიქრებინებს, რომ მისი განახლება უკვე ახლოსაა.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის უახლოესი სპეციალური ღონისძიება ამა წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება და ჩვენ დეტალურად გავაშუქებთ მის მიმდინარეობას.