ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2001 წლის 29 სექტემბერი

47views

საოპერაციო სისტემამ Mac OS X 10.0 Mac-ის მოხმარებლებში ძლიერი ინტერესი აღძრა — სისტემაში უნდა განხორციელებულიყო ყველაფერი ის, რასაც კუპერტინო ჰპირდებოდა მათ ათი წლის განმავლობაში. მაგრამ როდესაც საქმე მივიდა პრაქტიკულ გამოყენებამდე, ყველაფერი ისე კარგად ვერ წავიდა და ოპტიმისტებიც კი პესიმსიტებად იქცნენ: Mac OS X 10.0 უბრალოდ არ იყო მზად ნორმალური მუშაობისათვის. ნახევარი საათი მასთან ჩალიჩი — კი ბატონო, შემდეგ კი კვლავ საჭირო ხდებოდა „კლასიკურ“ ვერსიაში გადართვა, ნორმალური მუშაობის გასაგრძლებელად.

არც თუ ისე კარგი საოპერაციო სისტემის განვითარება გახდა მისი მომდევნო ვერსია — Mac OS X 10.1 Puma. რასაკვირველია, Apple-ს ესმოდა წინამორბედი ვერსიის პრობლემები, ამიტომ Puma სრულიად უფასოდ ვრცელდებოდა წინა ვერსიის ყველა დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის. სხვათაშორის, Puma-ს ოფიციალურად „ტექნიკური განახლება ერქვა“.

ვერ გავბედავთ, რომ ვთქვათ, რომ Puma-ს გამოშვებით Apple-მა მოახერხა საოპერაციო სისტემის ყველა პრობლემის აღმოფხვრა, ვინაიდან ბევრი მომხმარებელი კვლავ განაგრძობდა „კლასიკური“ ვერსიის გამოყენებას.

„ტექნიკური განახლება“, Mac OS X 10.1 Puma 2001 წლის 29 სექტემბერს გამოვიდა.

Comments

comments

Leave a Response