ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 28 სექტემბერი

74views

კუპერტინოში დაბრუნება სტივ ჯობსმა გადაწყვიტა აღენიშნა მაშტაბური პიკნიკით Apple-ის ყველა თანამშრომლის მონაწილეობით. ამ ღონისძიების დროს Apple-ის თანამშრომლებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ვეგეტარიანული საკვები და კარგი ლუდი. არც ისე ჩვეული შეხამებაა, არა? მაგრამ ეს ხომ სტივ ჯობსია.

სანამ „ხილ-ბოსტანის“ ბინადრები სასარგებლო საკვებს მიირთმევდნენ და ლუდს აყოლებდნენ, სტივ ჯობსი მათ Apple-ის მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ ესაუბრებოდა.

მაგალითად იმის შესახებ, რომ 1997 წელს რეკლამაზე 100 მილიონი დოლარი იყო დახარჯული, მაგრამ სამწუხაროდ ამან არ მოიტანა სასურველი შედეგი. ჩნდება კითხვა: რატომ არ გაამართლა ამხელა დანახარჯმა?

სტივ ჯობსის აზრით, აქცენტი მარკეტინგულ კამპანიაში Macintosh-ისა და Windows-ის სხვაობაზე იყო გაკეთებული და ეს არ იყო საუკეთესო ვარიანტი. ამიტომ შემდეგი წლიდან Apple გეგმავდა იგივე ოდენობის თანხის დახარჯვას, მაგრამ კარდინალურად ცვლიდა მარკეტინგულ სტრატეგიას. რეკლამა მიმართული უნდა ყოფილიყო ბრენდის გასაძლერებლად და არა იმაზე, თუ რითია კარგი Macintosh.

თავისი სიტყვა სტივ ჯობსმა 1997 წლის 28 სექტემბერს წარმოთქვა.

Comments

comments

Leave a Response