ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1979 წლის 27 სექტემბერი

109views

Macintosh კუპერტინოსათვის გრანდიოზული გეგმა იყო. როდესაც ჯეფ რასკინმა პირველად ჩამოაყალიბა ამ კომპიუტერის კონცეფცია, Macintosh წარმოადგენდა 500 დოლარიან კომპიუტერს, რომელიც ისე მარტივია და მოსახერხებელი, რომ მას ინსტრუქციაც კი არ უნდა დასჭირვებოდა. ჯეფს სჯეროდა, რომ როგორც კი კომპიუტერს ამოიღებენ კოლოფიდან, მისით სარგებლობა აბსოლუტურად ყველას შეეძლებოდა. მაგრამ, რომ იტყვიან, ყველა ოცბევას არ უწერია ასრულება.

უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ყველაფერი კარგად იყო: დაბალი ფასი, გამოყენების სიმარტივე — ეს ყველაფერი Macintosh-ს აქცევდა ერთ-ერთ საკუთესო კომპიუტერად.

მართლაც, ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ სიტუაცია გააფუჭა კიდევ ერთმა, ყველაზე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: Macintosh-ის წარმოება ვერ ჯდებოდა 500 დოლარის საზღვრებში, რაზეც ოცნებობდა ჯეფ რასკინი.

1979 წლის 27 სექტემბერს ეს კუშტი რეალობა ჯეფმაც გაიაზრა და გადაწყვიტა ცოტათი შეეცვალა ტავდაპირველი გეგმა. ახალი გეგმით Macintosh ფასი 1500 დოლარით განისაზღვრა. მაგრამ მაინც ვერ ჩაეტივნენ და 2000 დოლარამდე გაზარდეს ფასი, ხოლო მოგვიანებით — 2500 დოლარამდე. გამოვიდა, რომ Macintosh შედეგად 5-ჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე თავდაპირველი ჩანაფიქრით…

Comments

comments

Leave a Response