ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 26 სექტემბერი

ჟან-ლუი გასე Apple-ის ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსი იყო. ის Apple Europe-დან გადმოვიდა ცენტრალურ ოფისში, ევროპაში ის მარკეტინგის განხრით მუშაობდა. ხოლო 1983 წელს გასე გადაყვანილი იქნა განყოფილებაში, სადაც Macintosh-ზე მშაობდნენ. ის მან დიდი ხანი იმუშავა სარეკლამო კამპანიაზე რევოლუციური კომპიუტრისათვის იმ ქვეყნებისათვის, სადაც ინგლისური ენა არ არის სახელმწიფო ენა.

სტივ ჯობსის კომპანიიდან წასვლის შემდეგ გასემ შექმნა ახალი ქვეგანყოფილება, სახელად „Apple Products“. ეს ქვეგანყოფილება აერთიანებდა როგორც მკვლევარებს, ასევე დეველოპერებს.

სკალის დიდი იმედები ჰქონდა გასეს მუშაობაზე. მისი მთავარი იმედი იყო ის, რომ გასე შეძლებდა კომპანიის სული და გული გამხდარიყო და სტივ ჯობსი შეეცვალა. და რაღაც დროით ეს მას გამოუვიდა.

გასე ფრიად ენერგიული თანამშრომელი იყო, ამავდროულად ძალიან ჯიუტიც. ის არავის, გარდა „Apple Products“-ის თანამშრომლებისა, არ აძლევდა საშუალებას გაეკრიტიკებინათ, ან ეჭვქვეშ დაეყენებინათ მისი მოსაზრებები. ხოლო თუ ასე მაინც ხდებოდა, მას შეეძლო ეყვირა ამ „მამაცისათვის“ მანადე, სანამ ის სრულად არ მიიღებდა გასეს აზრს. შესაძლოა სწორედ ამიტომაც გასე პოპულარული გახდა თანამშრომლებს შორის.

მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ერთხელ გასემ და ჯონ სკალიმ ვერ გამონახეს საერთო ენა. თითოეული მათგანის ხასიათს თუ გავითვალიწინებთ, შედეგი ადვილი მისახვედრია. 1990 წლის 26 სექტემბერს ჟან-ლუი გასემ დატოვა Apple.

Related posts