დაკარგა რა 1985 წელს რეალური ძალაუფლება Apple-ში, სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ ის აპირებდა კომპანიის დატოვებას და ახალი კომპანიის დაარსებას. კუპერტინოს გამგეობა ცოტათი შეეწინააღმდეგა, თუმცა საბოლოო ჯამში დათანხმდა სტივის წასვლას, თუმცა ერთ პირობას ყურადღება არ მიაქცია — სტივს თან რამოდენიმე თანამშრომელი მიყავდა.
და აი, როდესაც უკვე დადგა წასვლის დრო, აღმოჩნდა რომ უმნიშვენლო თანამშრომელბის ნაცვლად ჯობსს Mactintosh-ის საკვანძო დეველოპერები მიყავდა თან. წამსვლელთა ჯგუფში ბად ტრიბლიც იყო.
Apple-ის ხელმძღვანელობას სხვა რა დარჩენოდა, რომ სასამართლოსთვის არ მიემართა სტივ ჯობსის წინააღმდეგ სარჩელით. რაც გააკეთა კიდევაც 1985 წლის 23 სექტემბერს. ყველაფერი სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულდა: სტივმა შეამცირა წასაყვანი თანამშრომლების სია, ხოლო Apple დათანხმდა რამდენიმე თანამშრომლის წასვლაზე.