პირველი iPod nano წარმოდგენილი იქნა Motorola-ს ტელეფონთან ერთად, ეს იტორია უკვე იცით. მან არა მარტო მრავალრიცხოვანი შეძახილები და აპლოდისმენტები გამოიწვია დარბაზში, არამედ აბსოლუტურად ყველას დაავიწყა Motorla-ს ტელეფონი. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ასე კარგად არ იყო.
როგორც კი iPod nano მომხარებელთა ხელში აღმოჩნდა, მაშინვე წამოვიდა სერიოზული პრობლემები. როგორც გაირკვა, iPod nano ძალიან მგრძნობიარე იყო ნაფხაჭნებისადმი, ხოლო მცირე ზომის ეკრანი ადვილად ტყდებოდა. მოკლედ, ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ამის ბრალი პლეერის ზომა იყო — ჯინსის შარვალში ჩადებული ადვილად შეგეძლოთ დაგეზიანებინათ.
შედეგად, Apple-მა გადაწყვიტა გამოეცვალა დეფექტური ეგზემპლარები , რაც მან 2005 წლის 22 სექტემბერს გააკეთა კიდევაც. ხოლო ოდნავ მოგვიანებით iPod nano-ს კომპლექტაციაში მოსახერხებელი შალითაც დაემატა.