ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1995 წლის 20 სექტემბერი

73views

პორტატულ კომპიუტერზე PowerBook 5300 Apple-ში დიდ იმედებს ამყარებდნენ — ეს იყო ყველაზე პირველი ნოუთბუკი კუპერტინოდან, რომელიც PowerPC პროცესორზე იყო აგებული და რომელსაც ამის გამო მაღალი წარმადობით უნდა ემუშავა. მაგრამ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.

PowerBook 5300-ის დებიუტი ნამდვილი სენსაცია უნდა გამხდარიყო, Apple-მა ტყუილად არ დახარჯა სარეკლამო კამპანიაში უამრავი ფული. ტომ კრუზიც კი იყენებდა ამ ნოუთბუკს ფილმში „მისია შეუსრულებელია“.

მაგრამ ეტყობა სარეკლამო დანახარჯები უშუალოდ მომხმარებლებს უნდა აენაზრაურებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვესმის ამ ნოუთბუკის ფასი, 6500 დოლარი.

მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ვგეგმავთ. გაყიდვების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ პირველი პრობლემები წამოვიდა . მიზეზი აკუმულატორი იყო, რომლიც ხურდებოდა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. სხვათაშორის, მათ Sony ამზადებდა.

შედეგად, 1995 წლის 20 სექტემბერს Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება ულან გამოეთხოვა ყველა კომპიუტერი, რომელიც სასაცილო რაოდენობით, 100 ცალი გაიყიდა.

მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არ იყო PowerBook 5300-ის ბოლო გამოთხოვა საცალო ქსელიდან.

Comments

comments

Leave a Response