ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1994 წლის 19 სექტემბერი

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA
34views

მაშინ, როდესაც Apple-ის ხელმძღვანელი ჯონ სკალი იყო, კომპანიამ არაერთხელ გადადო მესამე მწარმოებლებზე Mac OS-ის ლიცენზირების საკითხი შორეულ თაროზე. ასეთი გადაწყვეტიულების მიზეზი სხვადასხვა იყო: დაწყებული Mac-ების კლონების გვიანდელი დაწყებით და დამთავრებული მოსაზრებით, რომ კლონების ადგილი ბაზარზე არ არის. ამის გარდა, ვერავინ ვერ იგებდა, როგორ უნდა მოხედინად ზოგადად კლონების ლიცენზირება.

ამგვარად, ვერ ვოულობდა რა პასუხებს დასმულ კითხვებზე, „ვაშლის“ კომპანია სულ უფრო შორდებოდა PC-სამყაროს.

მაგრამ ჯონ სკალის დათხოვნსათან ერთად ცვლილებების პერიოდი დაიწყო. სწორედ მაშინ დაუბრუნდა კომპანიის ხელმძღვანელობა ლიცენზირების საკითხს. შედეგად Apple-მა შეძლო ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე.

1994 წლის 19 სექტემბერს სიახლე იმის შესახებ, რომ Apple-მა ლიცენზია გასცა საოპერაციო სისტემა Mac OS 7-ზე, ნამდვილი შოკი გამოიწვია საზოგადოებაში და იმედი ჩაუსახა მომხმარებლებს იმაზე, რომ Mac-ების წილი მოიმატებდა.

სხვათაშორის, თვითონ Apple-შიც დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ლიცენზიის მიღება IBM-საც მოუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ლიცენზიებს პაწია კომპანიები იღებდნენ, რომლებმაც უფრო მეტი თავის სატკივარი მოუტანეს Apple-ს, ვიდრე სარგებელი. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა…

Comments

comments

Leave a Response