მართალია Apple ახლა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანიაა, მაგრამ ოდესღაც მასაც ვერ მისდიოდა საქმეები კარგად. 1992 წელს კომპანიის მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა პოზიციები. ამ შენარჩუნებამ ზრუნველყო სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარება, მაგალითად თავის ახალ კომპიუტერებში ოპტიკური დიკსწამყვანების დამატება.
ამ ესქპერიმენტების შედეგად მივიღეთ Macintosh Performa 600. თავისი მახასიათებლებით ეს მანქანა დიდი არაფრით გამოირჩეოდა, თუ უფრო ზუსტები ვიქნებით, არცთუ მთლად წარმატებულამ არქიტექტურამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ის ზოგიერთ ძველ მოდელს ჩამორჩებოდა.
მიუხედავად ამისა, ვერთერთმა ნაკლმა ვერ შეუშალა ხელი ამ კომპიუტერს გამხდარიყო პირველი Macintosh ჩადგმული CD-ROM-ით.
Mac-კომპიუტერებში მულტიმედიას ხანა 1992 წლის 17 სექტემბერს დაიწყო.