ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 15 სექტემბერი

43views

NeXT კომპიუტერი საკმაოდ ელეგანტური მოწყობილობა იყო გარედან და საკმაოდ მძლავრი შიგნიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი ხარვეზი ჰქონდა, რომლებიც აფრთხობდნენ პოტენციურ მომხმარებელს. მთავარი ნაკლი იყო მაღალი ფასი, ამის გარდა შავ-თეთრი მონიტორი და ფლოპი-დისკეტების წამკითხველის არარსებობა.

NeXT-ის მეორე ვერსიაში ხარვეზები აღმოფხვრეს. ახლა NeXT-კომპიუტერებს უკვე ფერადი მონიტორები ჰქონდათ, ფლოპი-დისკწამყვანიც და მყარი დისკიც 105 მბაიტი მოცულობით.

მაგრამ სამწუხაროდ ფასი კვლავ ძალიან მაღალი იყო. ყველაზე მარტივი მოდელი 4995 დოლარი დაგიჯდებოდათ. მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის NeXT საკმაოდ მძლავრი კომპიუტერი იყო. უფრო მეტიც, ისინი Mac-კომპიუტერებზე უფრო მძლავრები იყვნენ. შედეგად, ის მომხმარებლისათვის ფრიად მიმზიდველი შენაძენი გახდა.

NeXT-ის მეორე თაობა 1990 წლის 15 სექტემბერს გამოვიდა გაყიდვაში.

Comments

comments

Leave a Response