ყველამ, ვინც თვალს ადევნებთ Apple-ის ისტორიას ამ სტატიებში, იცით, რომ Apple Expo-ს ყველა გამოფენა, ისევე როგორც MacWorld Expo იწყებოდა სტივ ჯობსის სიტყვით. და რათქმაუნდა, სტივი ყოველი გამოსვლას თან ახლდა რაიმე სიახლის პრეზენტაცია, რომელიც ყოველთვის აოცებდა დამსწრე საზოგადოებას. ასე იყო ყოველთვის, თითქმის ყოველთვის…
ამ წესის საინტერესო გამონაკლისი გახდა Apple Expo, რომელიც 1999 წელს ჩატარდა პარიზში. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და ცუდს არავინ ფიქრობდა: სტივ ჯობსი ჩაფრინდა პარიზში, გახსნა გამოფენა პრეზენტაციით და დამსწრეებს წარუდგინა განახლებული iMac, რომელზეც დიდი მითქმა-მოთქმა იყო. და აი, ამ ყველაფერის შემდეგ ყველა ელოდა, თუ რა სიახლეებს აჩვენებდა Apple: მომხმარებლები ელოდნენ ახალ პროდუქტებს, ხოლო ინვესტორები ელოდებოდნენ ბაზრის გააქტიურებას ანონსების შემდეგ.
მაგრამ სტივ ჯობსმა ყველა გააოცა. მისი გამოსვლა ერთი საათი გაგრძელდა და დამსწრეებმა ბევრი საინტერესო რამ გაიგეს კომპანიის შესახებ, მაგრამ მეტი არაფერი. არანაირი სიახლე წარმოდგენილი არ იყო. ანონსები არ შედგა.
მათი რეაქცია, ვინც ღონისძიებას თვალს ადევნებდა ისეთი იყო, რომ სტივ ჯობსმა გადაწყვიტა აღარასოდეს ასეთი ექსპერიმენტი არ გაემეორებინა. და დაწყებული 1999 წლიდან თუ სტივს სათქმელი არაფერი ჰქონდა, ის უბრალოდ არ იღებდა ღონისძიებაში მონაწილეობას.
მსგავსი გარდამტეხი გამოფენა 1999 წლის 14 სექტემბერს პარიზში ჩატარდა.