სტივ ჯობსი ყოველთვის არ ეთანხმებოდა ჯონ სკალის იდეებსა და წინადადებებს, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. რათქმაუნდა, სტივის ხასიათის გათვალისწინებით, გასაგები ხდება, რომ ადგილზე ჯდომა და ბედს შეგუება მის ხასიათში არ იჯდა. ამიტომ ერთხელ სტივ ჯოსბმა გადაწყვიტა ჯონ სკალის წინააღმდეგ გამოსულიყო, მაგრამ ეს ამბავი კარგად არ დასრულდა. შედეგად მივიღეთ, ის, რომ სტივი Apple-ის შტაბ-ბინის ყველაზე შორეულ კაბინეტში აღმოჩნდა, ანუ ფაქტიურად, განდეგილი.
სტივი უბრალოდ ადამიანი კი არ იყო, რომელიც მიისწრაფის შეცვალოს მთელი მსოფლიო, ის იყო იმ ამბიციურ ადამიანთა წრიდან, რომლებსაც ჩვენ ოდესმე ვიცნობდით, ახლა კი ამას დაამატეთ მისი შედარებით მცირე ასაკი, რაც ცეცხლზე დამატებთ ნავთს ასხამდა. მსგავსი სიტუაცია ნამდვილი კატასტროფა იყო სტივისათვის და ის კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას.
სწორედ მაშინ გაუჩნდა მას მარტივი გეგმა: წასულიყო Apple-იდან, რათა საკუთარი კომპანია შეექმნა. მალე სტივმა განუცხადა ამის შესახებ Apple-ის მმართველობას. ამის გარდა, მან გააფრთხილა, რომ სურდა რამოდენიმე ადამიანის წაყვანა „ყველაზე დაბალი“ რგოლიდან. მცირედი ყოყმანის შემდეგ მმართველობა დათანხმდა სტივის სურვილს.
მაგრამ სტივის გარდა იმის შესახებ, თუ ვის წაყვანას აპირებდა ახალ კომპანიაში, არავინ იცოდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ესენი Apple-ის ინჟინერთა საკუთესეო ნაწილი იყო. მოგვანებით საქმე სასამართლომდეც მივიდა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…
წასვლის შესახებ სურვილი სტივ ჯობსმა 1985 წლის 12 სექტემბერს გამოთქვა.