2003 წლის 11 სექტემბერს სტივ ვოზნიაკმა გადაწყვიტა მცირე ტაიმ-აუტი აეღო თავისი გადატვირთული გრაფიკიდან და სიტყვით გამოსულიყო ნიუ-იორკის კოლეჯში. მისი სიტყვა ეხებოდა როგორც მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს, აგრეთვე Apple-ის საინტერესო მომენტებსაც. ასე მაგალითად, მან მოუყვა შეკრებულ სტუდენტებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩნდება ნამდვილი ვნება Apple-ის პროდუქტების მიმართ.
ჩვენი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედარებაა, რაც კი რომ გვინახავს:
როდესაც თქვენ იყენებთ Apple-ის პროდუქტებს, თქვენ ზუსტად ისეთივე შეგრძნება გრჩებათ, როგორც პირველი Harley-Davidson-ის მოტოციკლის შეძენის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ უკვე აღარასოდეს შეიძენთ სხვა მოტოს, გარდა Harley-Davidson-ისა. ეს გადაწყვეტილება თავში გექნებათ და ის სრულიად არ არის დაკავშირებული მოტოციკლის ტექნიკურ მახასიათებლებთან., და იმისათვის, რომ ზუსტად ასეთი ლოიალობა შეინარჩუნოს ბრენდისადმი, Apple უზარმაზარ სამუშაოს აკეთებს, პროდუქტების ხაზის დიფერენციისათვის.
ამის შემდეგ ვოზმა ახსნა პირადი ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ დარმუწნდეთ, რომ თქვენს კომპიუტერს ვირუსები არა აქვს:
თუ გსურთ, რომ არ დავირუსდეთ, მე ერთადერთი გადაწყვეტილება მაქვს: Macintosh-კომპიუტერი Mac OS 9-ით. ყველა ჩემი სერვერი მუშაობს ამ საოპერაციო სისტემით. მე არასოდეს მქონია Firewall და ჰაკერებმა ვერასოდეს ვერ დაასრულეს შეტევა თუმცა მცდელობა არაერთი იყო.