Mac OS 9-დან Mac OS X-ზე გადასვლა — არც ისე მშვიდი პერიოდი იყო Apple-ისათვის. რათქმაუნდა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი მოიხიბლა Mac OS X-ის ვიზუალური ეფექტებით, მაგრამ გადასვლას ბევრი არ ჩქარობდა. „რატომ, როცა Mac OS 9 ისედაც მშვენივრად მუშაობს?“ — კითხულობდნენ ისინი.
როგორც ყოველთვის ხდება, თავიდან Apple ეგუებოდა ასეთ სიტუაციას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ყველა მოხმარებელი Mac OS X-ზე გადაეყვანათ. მაგრამ, როგორ გავაკეთოთ ეს ლამაზად? ადვილად! Apple-მა გამოაცხადა, რომ ახალი Mac-კომპიუტერები მხოლოდ Mac OS X-ის მხარდაჭერით გამოვიდოდა.
კლასიკური „ცხრიანის“ მოყვარულთათვის დატოვეს ემულაციით მუშაობის შესაძლებლობა, მაგრამ დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ეს ის არ არის. Apple-ის გადაწყვეტილება მომხმარებლებმა არაერთგვაროვნად მიიღეს, მაგრამ მათ არჩევანი არ ჰქონდათ, ამიტომ ბოლო-ბოლო შეურიგდნენ ამ გადაწყვეტილებას.
დღეს უკვე ფაქტიურად შეუძლებელია ვიპოვნოთ პროგრამა, რომელიც თავსებადი იქნება Mac OS 9-თან. ხოლო Intel-Mac კომპიუტერები საერთოდ არ უჭერენ მხარს კლასიკურ ვერსიას.
ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ Mac მხოლოდ Mac OS X-ზე იმუშავებდა, 2003 წლის 10 სექტემბერს გაკეთდა.