სტივ ჯობსის Apple-ში დაბრუნების შემდეგ, კომპანიის საქმეები გაუმჯობესდა. არაა გასაკვირი, რომ სხვა კომპანიებსაც სურდათ სტივ ჯობსის გამოცდილების გადაღება თავისთან. ერთ-ერთი ასეთი იყო GAP, ტანსაცმლის გაყიდვის საცალო ქსელი, რომელმაც მოახერხა Apple-ის ხელმძღვანელის კომპანიის გამგეობაში მოწვევა.
GAP-ის ხელმძღვანელმა სტივს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ადამიანი და მარკეტინგის ნამდვილი გენიოსი უწოდა, რის შემდეგაც დიდი სიხარულით მიესალმა მის შესვალს დირექტორთა საბჭოში. GAP-ის აქციონერები სულაც არ მალავდნენ, რომ სტივის მოსვლით მათ იმედი ჰქონდათ, რომ კომპანიის საქმეები გაუმჯობესდებოდა.
სამწუხაროდ, ახლა არ არსებობს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ სწორედ სტივ ჯობსის გამოცდილებამ და მეცადინეობამ GAP-ში უბიძგა ამ უკანასკნელს გაეშვა საკუთარი საცალო ქსელი Apple Store. თუმცა ასეთი მოსაზრება არსებობს.
სტივ ჯობსი GAP-ის გამგეობაში 1999 წლის 9 სექტემბერს შევიდა.