ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 7 სექტემბერი

როგორც ყოველთვის, საკმარისია რომელიმე საიტზე გამოჩნდეს ჭორი, რომ მერე მას ყველა სხვა საიტიც აიტაცებს. ასე მოხდა 2005 წელს: ჭორები Apple-ის მობილური ტელეფონის შესახებ (მაშინ სიტყვა iPhone ნახსენებიც არ იყო), რომელშიც იქნებოდა მობილური iTunes, ინტერნეტში უკვე დიდი ხანია არსებობდა. ალბათ, ამგვარი ჭორები ჯერ კიდევ iTunes-ის ანონსამდეც მოხდა. 2005 წელს Apple-მა მართლა წარმოადგინა ტელეფონი, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც თქვენ გგონიათ.

თუ გაინტერესებთ Apple-ის ისტორია, ალბათ უკვე იცით, რომ მობილური ტელეფონი, რომელიც კომპანიამ 2005 წელს წარმოადგინა, ერთობილივი პროექტი იყო Motorola-სთან ერთად. უნდა ითქვას, რომ ყველაფერი, რაც Apple-მა მიიღო ამ პროექტიდან — აღნიშნული ტელეფონის iTunes-თან სინქრონიზაციის შესაძლებლობა იყო. სულ ეს არის.

გასაკვირი არ არის, რომ დიდი სიხარული დარბაზში არ იგრძნობოდა ამ პრეზენტაციის დროს. მაგრამ ღონისძიების მიწურულს, როდესაც ყველამ ყურები ჩამოყარა და ჩათვალა, რომ მეტი არაფერი საინტერესო აღარ იქნებოდა ნაჩვენები, სტივ ჯობსმა ჯინსის შარვლის ჯიბიდან ახალი iPod nano დააძრო.

ფერადი ეკრანით, შესანიშნავი ზომებით, ფოტოების დათვალიერების ფუქნციით, კარგი მეხსიერებითა და შესანიშნავი დიზაინით. Motorola ROKR ყველამ მომენტალურად დაივიწყა, როგორც კოშმარული სიზმარი, ყველას აზრები მხოლოდ ახალი ნანოსკენ იყო მიმართული.

სტივ ჯობსმა სრულიად მოულოდნელად, მაგრამ ძალიან ეფექტურად წარმოადგინა iPod nano 2005 წლის 7 სექტემბერს.

Related posts