2000-იანი წლების დასაწყისში Apple სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელსაც ერქვა „Switch“. მსგავსი მარკეტინგული ნაბიჯი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა კონკურენტებისათვის, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი ყველა დანარცენისათვის. კამოანია ძალიან მარტივი იყო: Mac-ის სრულიად ჩვეულებრივი მომხმარებლები ყვებოდნენ იმ მიზეზების შესახებ, რამაც მათ აიძულა გადმოსულიყვნენ PC-დან Mac-ზე.
კუპერტინოს მოეწონა სარეკლამო კამპანია და გადაწყვიტა კიდევ უფრო განევრცო ის. ამისათვის მეორე კამპანია წამოიწყო, სადაც ამერიკელმა ტელემაყურებელმა იხილა ვეგეტარიანელი, მსხვილი სატრანსპორტო კომპანიის მფლობელი, IT-სპეციალისტი და ჩველებრივი სტუდენტი.
სარეკლამო რგოლები აქტიურად ტრიალებდა ჩოგბურთის მატჩების (US Open) ჩვენების დროს, ასევე საკაბელო არხებითაც. სამწუხაროდ ამ კამპანიის წარმატების შესახებ დღემდე უცნობია.
სარეკლამო კამპანიის მეორე ტალღის მთავარი გმირი გახდა ელენ ფეისი, რომლის მონაწილეობითაც ვიდეო-რგოლი 2002 წლის 5 სექტემბერს გამოვიდა.