ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 4 სექტემბერი

71views

როდესაც Apple-მა წარმოადგინა პირველი iMac G3, პრაქტიკულად ყველამ დაასკვნა, რომ ეს კომპიუტერი დიდხანს ვერ შეძლებდა ბაზარზე არსებობას. ასეთი მოსაზრება ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ iMac თავისი გარეგნობით არაფრით არ შეესაბამებოდა პერსონალური კომპიუტერის იმდროინდელ სახეს. იმაზე არაფერს ვამბობთ, რომ USB-პორტები იმ დროს საერთოდ ახალი ხილი იყო, ამიტომაც მას ნაკლებად ენდობოდნენ. ხოლო პრინციპი „ყველა-ერთში“ (All-in-One) — მოძველებულ ფორმად ითვლებოდა იმ წლებისთვისაც კი. და რათქმაუნდა დიკწამყვანის არარსებობა — დიდი დანაშაული იყო.

რასაკვირველია, სტივ ჯობსმა იცოდა სპეციალისტების ყველა მოსაზრება, ივოდა ასევე რიგითი მომხმარებლების აზრიც. მაგრამ მარკეტინგის გენიას ორი მოკლე, მაგრამ ფრიად ეფექტური არგუმენტი ჰქონდა მომზადებული: ჯერ ერთი, Apple-ს სჭირდება ნამდვილი ჰიტი, რომელიც გამოაცოცხლებს ბაზარს, მეორეც, ინტერნეტი — iMac G3 ძალიან ადვილად უკავშირდებოდა ამ ქსელს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპიუტერი სხვა Mac-ებისაგან არაფრით არ განსხვავდებოდა. თუმცა, რაც არ არის გასაკვირი, ჯობსის მსგავსი მარკეტინგი ყოველთვის მუშაობდა.

1998 წლის 4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ iMac გაყიდვების ორი კვირის შემდეგ ყველაზე პოპულარული კომპიუტერების სიაში მეორე ადგილზე იყო. და რაც სრულიად ლოგიკური იყო, Apple-ის აქციების ფასი ზემოთ ავარდა.

Comments

comments

Leave a Response