ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 3 სექტემბერი

61views

როგორც კი iPod გამოვიდა გაყიდვაში, მან მომენტალურად დაიპყრო ბაზარი. ეს პოპულარობა შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდავერც ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის და ვერც სხვა კომპანიებისათვის. კორპორაცია Hewlett-Packard-მა დაიწყო iPod-ების გაყიდვა საკუთარი სახელით. და უნდა აღინიშნოს, ასეთი გეგმა საინტერესო იყო არა მარტო HP-ისათვის, არამედ Apple-ისთვისაც.

იმ დროს HP-ს პრაქტიკულად უსაზღვრო კავშირები ჰქონდა სავაჭრო ქსელებთან, მაგალითად Wal Mart-თან და Costco-სთან. სხვათაშორის, HP პირდებოდა Apple-ს თავის ნოუთბუკებზე წინასწარ iTunes-ის დაყენებას.

თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, iPod-ების გაყიდვა HP-მ ვერ შეძლო. იმდენად, რომ ამან გამოიწვია კომპანიის ხელმძღვანელის, კერლი ფიორინას გადადგომა. კომპანიის ახალ ხელმძღვანელს, მარკ ჰურდს არ სურდა იგივე შეცდომის განმეორება, ამიტომ თვაიდანვე შეწყვიტა Apple-თან პარტნიორობა.

თავისი გადაწყვეტილება მან ასე ახსნა:

დაფიქრდით იმის შესახებ, ღირს თუ არა HP-ის ლოგოს განთავსება iPod-ებზე. განა ეს ბაზარი ღირს იმდენად, რომ მისთვის ვიბრძოლოთ? შესაძლოა, რომ კი, მაგრამ შევძლებთ კი ჩვენ მის დაპყრობას, მაშინ როცა არანაირად არ განვსხვავდებით კონკურენტებისაგან? არა მგონია. კომპანიამ უნდა იაროს მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ის შეძლებს გახდეს ლიდერი.

მარკ ჰურდის განცხადება BusinessWeek-ში 2005 წლის 3 სექტემბერს გამოქვეყნდა.

Comments

comments

Leave a Response