ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 30 აგვისტო

98views

რომელი ფრაზის გაგონება შეიძლება ყველაზე ხშირად, როდესაც ბჭობენ, თუ რომელი უკთესია: Mac თუ PC? როგორც წესი, „ვაშლის“ მოყვარულები ყოველთვის ამბობენ: „უბრალოდ სცადე გამოყენება და ყველაფერს შენით მიხვდები“ — ეს სხვათაშორის, ძალიან სწორი ვარიანტია. რატომ უნდა გადაარწმუნო ადამიანი, საკმარისია მისცე საშუალება გამოსცადოს და ყველაფერი ცხადი გახდება. მოსაზრება, რომ მომხმარებელი, რომელიც ერთხელ მაინც იმუშავებს მაკთან, არასოდეს დაბრუნდება PC-ზე, დიდი ხანია არსებობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, არამედ ლოგიკურიცაა, რომ Apple ცდილობდა გამოეყენებინა ეს მარკეტინგული ხერხი.

პირველი სარეკლამო კამპანია „ჩაატარეთ Mac-ის ტესტ-დრაივი“ ჯერ კიდევ 1984 წელს გამოვიდა. კამპანია უზომოდ მარტივი იყო: თუ თქვენ შეძლებული ადამიანი ხართთ და კარგი მყიდველი, დაფიქრებულხართ Mac-ის შეძენაზე, შეგიძლიათ რამდენიმე დღით ის სახლში წაიღოთ, რათა გამოსცადოთ. შედეგად, პოტენციურ მყიდველს შესაძლებლობა ეძლეოდა გამოეცადა კომპიუტერი რეალური საქმისათვის და ისე მიეღო გადაწყვეტილება. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ მიმზიდველი ნაბიჯი იყო. მაგრამ აი შედეგმა დიდად არ გაამართლა.

გავიდა რამდენიმე ათწლეული და Apple-ში გადაწყვიტეს ისევ ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტი. ამჯერად მომხმარებლებს Mac mini-ს სთავაზობდნენ.

აი, როგორ გამოიყურებოდა ეს წინადადება:

ჩვენ იმდენად ვართ დარწმუნებული, რომ თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ ახალი Mac mini, რომ საშუალებას გაძლევთ 30 დღით სრულიად უფასოდ წაიღოთ ის სახლში. თუ თქვენ ის არ მოგეწონებათ, ჩვენ მას უბრალოდ უკან დავიბრუნებთ.

მაგრამ ასე მარტივად საქმე მაინც არ არის: სრულიად უფასო მაინც არ გამოდიოდა. თქვენ უნდა გეყიდათ Mac mini მაღაზიაში და მასთან ერთად კლავიატურა და მაუსიც. 30 დღის განმავლობაში თუ თქვენ არ მოგეწონებოდათ Mac mini, შეგეძლოთ დაგერეკათ Apple-ში, რის შემდეგაც მოწყობილობას წაიღებდნენ და თანხას უკან გიბრუნებდნენ.

საინტერესო იქნებოდა გავცნობოდით ამ აქციის შედეგებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. Apple-მა აქცია მეორე დღესვე გააუქმა.

Mac-ების ტესტ-დრაივის მეორე მხდელობა 2005 წლის 30 აგვისტოს მოხდა.

Comments

comments

Leave a Response