სიახლეები

iPhone 6-ის წარმოდგენა ლეგენდარულ Flint Center-ში მოხდება

56views

გუშინ, 9 სექტემბრის ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევების გაგზავნის შემდეგ, ქსელში გამოჩნდა ამ ღონისძიების ჩატარების ადგილის ფოტოები. საიდუმლო შენობა თეთრი ნაჭრით არის დაფარული, სრულად. მას გაძლიერებული დაცვა იცავს და ახლოსაც არ აკარებენ უცხო პირებს. როგორც MacRumors გვატყობინებს, ეს შენობა — სწორედ ის ლეგენდარული Flint Center-ია, სადაც შორეულ 1984 წელს სტივ ჯობსმა პირველი Macintosh წარუდგინა საზოგადოებას.

როგორც ჩანს, Apple სერიოზულად ემზადება ახალი პროდუქტების ჩვენებისათვის. გამოცემა The Loop წერს, რომ ფლინტ ცენტრში შესაძლებელია 2300 ადამიანის დატევა, მაშინ როდესაც მოსკონე ცენტრი და იერბა ბუენა მხოლოდ 1500 და 750 ადამიანს იტევს, შესაბამისად. და ეს ყველაფერი არ არის. შენობის ზომების გათვალისიწინებითაც, მის გვედით დამკვრელური ტემპით სამსართულიანი შენობა შენდება. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის.

ზოგიერთის მოსაზრებით, iPhone 6-ის, iWatch-ისა და სხვა მოწყობილობების წარმოდგენის შემდეგ, ჟურნალისტები შეძლებენ ახალ შენობაში გადასვლას, რათა ცოცხლად შეაფასონ კომპანიის ახალი პროდუქტები. თუმცაღა, დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს ამბობს. დაცვა კომენტარს არ აკეთებს. Apple — მით უმეტეს.

ძველი შენობის არჩევა ცოტათი უცნაური ჩანს. მისგან ორ კილომეტრშია განთავსებული Apple-ის მთავარი ოფისი და ეს შენობა მხოლოდ სამჯერ გამოიყენა კომპანიამ. უნდა აღინიშნოს, რომ სამივეჯერ მნიშვნელოვანი პროდუქტების წარმოდგენისათვის.

1984 წელს ფლინტ ცენტრში წარმოადგინეს პირველი Macintosh. შემდეგ, იქვე შედგა აქციონერების შეხვედრა. 14 წლის შემდეგ, ჯობსის კომპანიაში დაბრუნების შემდეგ, ეს დარბაზი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. სრულიად ახალი iMac-ის საჩვენებლად. ნუთუ კუკს სურს სტივ ჯობსის წარმატების გამეორება?

როგორც ჩვენ ვფიქრობთ, 9 სექტემბერს რაღაც სრულიად არორდინალური რამ უნდა მოხდეს. მათვარია — დაველოდოთ!

წყარო: macrumors.com

Comments

comments

Leave a Response