პირველი Macintosh-ის დებიუტს შეგვიძლია წარმატებული ვუწუდოთ, ფრიად წარმატებულიც. გადიოდა წლები, Macintosh-ს ეცვლებოდა როგორც პროგრამული შიგთავსი, ასევე აპარატურულიც. რათქმაუნდა, ეს ყველაფერი როგორმე უნდა დაეცვათ. და აი, პირველი Macintosh-ის გამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ, ხოლო Windows 95-ის გამოჩენდამდე ხუთი წლით ადრე, დენ ეილერსმა, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტმა საინტერესო იდეა მოიფიქრა.
ჯერ-ერთი, დენმა გადაწყვიტა საოპერაციო სისტემის ლიცენზირება მოეხდინა. მეორეც, მთლიანად პლათფორმისა და სისტემის ლიცენზირებაც მოეხდინა. ვიცე-პრეზიდენტის მესამე იდეა იყო Apple-ის ახალი სავაჭრო ნიშნის გაშვება. და მეოთხე იდეა, უნდა შეექმნათ განსაკუტრებული კომპანია, რომელიც დაიწყებდა Mac OS-ის პორტირებას Intel-ზე. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამ კომპანიისათვის „Macrosoft“ უნდა დაერქმიათ (ჰო, ასო „a“-თი სახელში).
ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება (თუმცა მეოთხე ფრიად ველური რამ იყო), მაგრამ სკალიმ, რომელიც შპინდლერს მოეთათბირა, ყველა იდეა დაბლოკა.
როგორც უკვე მიხვდით, 1990 წელს ეილერსის იდეებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ გარე მწარმოებლებმა შეძლეს Mac OS-ის ლიცენზიის მიღება და ასევე Intel-ზე პორტირების პროექტის დაიყეს. კიდევ უფრო გვიან Apple-ში სტივ ჯობსი დაბრუნდა და ერთი ხელის მოსმით გადაიყვანა კომპანია ახალ პლათფრომაზე.
თავისი პერსპექტიული, მაგრამ არათანადროული იდეები დენ ეილერსმა 1990 წლის 28 აგვისტოს გამოაცხადა.